გივი მიქანაძე – ბოკუჩავა, სამადაშვილი, კანდელაკი, ჭიაბერაშვილი, ჯაფარიძე, დოლიძე, ქურდოვანიძე, ბურჯანაძე, ხიდაშელი კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი

თინა ბოკუჩავა, , გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე, ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე,  მაქსიმალურად იყვნენ კომუნიკაციაში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან, ეს კომუნიკაციები ძირითადად ხდებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში – ისინი კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო ს შემდეგ პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის კონტექსტში დაფიქსირება საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის დელეგაციას მოუწია სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

მისი თქმით, ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა დელეგაცია და დელეგაციაში მონაწილეობის მისაღებად უპრეცედენტო მობილიზება იყო „როგორც რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლების, კონკრეტული პოლიტიკოსების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების“.

როგორც მიქანაძემ განმარტა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ასამბლეაზე მიწვეულები იყვნენ სტუმრის სტატუსით და არა ოფიციალურ პირებად. მიქანაძის თქმით, მესამე სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები სტრასბურგში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ, რომელსაც როგორც ჩანს, მანამდე კომუნიკაცია ჰქონდათ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის „ალდესთან“ და „ევროპის სახალხო პარტიასთან“.

„მათი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი და შესაბამისად, ამით ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის იმიჯისთვის ზიანი მოეტანათ. ეს მათ არც დაუფარავთ იმიტომ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ღიად აცხადებდნენ, რომ მათი მიზანია, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ აღიაროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახეს 2024 წლის არჩევნებზე, 4 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად ეკონტაქტებოდნენ [ევროპის] პოლიტიკურ ჯგუფებს იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. მათ გაგზავნეს სტრასბურგში დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე. არასამთავრობო სექტორიდან: ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, თინა ხიდაშელი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი ონიანი. ეს ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ კომუნიკაციაში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან. ეს კომუნიკაციები ძირითადში ხდებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში, თუმცა რიგ პოლიტიკური ჯგუფების შეკრებაზე მოხდა მათი მიწვევაც, სადაც მათ სრულიად დეზინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ. ამასთან, მათი მხრიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა და ეს დასტურდება იმითაც, რომ პოლიტიკოსების ნაწილი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანს, სადაც ისინი კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი“, – განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძის განმარტებით, დელეგაციის წევრებს ხელისუფლებიდან, კულუარულად და პირდაპირი კონტაქტის საფუძველზეც ეუბნებოდნენ, რომ დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იდგა განსახილველად, რომ არ ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი ახალი დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი.

„ჩვენ ვხედავდით, რომ ის ადამიანები, რომლებიც დავასახელე, აქტიურობდნენ ამ კონტექსტში და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ მიზნისთვის მიეღწიათ. განსაკუთრებით ეს პოზიციონირება გამოიკვეთა მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომლის წევრიც არც მე და არც დელეგაციის ხელმძღვანელი არ ვიყავით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი საქართველოს ეხებოდა, დელეგაციამ მიიღო მოწვევა და დელეგაციის ხელმძღვანელი დაესწრო ამ კომიტეტის სხდომას. აღმოჩნდა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, ამავე სხდომაზე მიწვეული იქნა თინა ბოკუჩავაც. დელეგაციის ხელმძღვანელს საშუალება ჰქონდა ჩვენი დელეგაციის პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა ამავდროულად მან მოისმინა ის სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, რომელიც თინა ბოკუჩავამ გაჟღერა. ეს ადამიანი პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება, რომ საჭიროა ზომების მიღება და რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტოა ასმბელეისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნება ის, რომ თუნდაც დათქმით ცნოს საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის უფლებამოსილება“, – განაცხადა გივი მიქაძემ.