აბიტურიენტებს ცოდნის გამოვლინების მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. არ არის რეგიონი, სადაც არ ტარდება გამოცდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან იმყოფება.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით 39 ათასი ახალგაზრდა აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
„მინდა თითოეულს დიდი წარმატება ვუსურვო, ცოდნის გამოვლინების მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. არ არის რეგიონი, სადაც არ ტარდება გამოცდა. მინდა გითხრათ, რომ წინასწარი სამუშაოები, რაც სამინისტრომ განახორციელა სხვადასხვა უწყებასთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სრული მზაობაა უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი“,-აღნიშნა მინისტრმა.
