“გივი თარგამაძე კი არ გადარჩა მაშინ, – გადარჩა ქვეყანა” – მდინარაძე

ივანიშვილის სუსის უფროსი, , იმედის ეთერში, ამბობს:
“ახალი სტატუსიდან, თუ ამპლუიდან პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ, თუმცა შეგვიძლია ერთი მიმართულებით ვთქვათ, რომ ეს იყო დამთხვევა, რომ გივი თარგამაძე ააფეთქეს სპეცსამსახურებმა თუ სხვა ძალებმა, ვისაც ამის ინტერესი ჰქონდა და ინტერესი იყო საქართველოში არეულობის მოწყობა და ის საბედნიეროდ გადარჩა. საბედნიეროდ მარტო გივი თარგამაძე კი არ გადარჩა, მაშინ გადარჩა ქვეყანა გაცილებით დიდი ტურბულენტობისგან, იმიტომ, რომ ამ აფეთქების მიზანი, უდიდესი ალბათობით, არავის აინტერესებდა კონკრეტულად ამ ფიზიკურ პირზე ანგარიშსწორება, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომ ვნებათაღელვა გამოწვეულიყო. ეს მიზანი გვაჩვენა შემდეგ ყველა მსგავსმა დაგეგმილმა სპეცოპერაციამ. ასეთი სპეცოპერაცია იყო ს შემოპარება საქართველოში, ავტორებიც ვიცით და ასეთი სპეცოპერაციების რიგში ჩაჯდა სამწუხაროდ ჰექსოგენის ბოლო საქმე და რომ არა ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი, ჩვენ უკვე განვითარების 100%-იანი სიზუსტის შესახებ ვარაუდის გამოთქმაც შეიძლება გაგვიჭირდეს, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ვერ აღმოჩენას. […] როგორც მინიმუმ, არ შეიძლება ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. ყველა ს წინ, მსგავსი სპეცოპერაციაა საქართველოში”.