გიგი წერეთელი – ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს არ დაკარგავს და ს ნაწილი არასდროს გახდება – საზოგადოების პასუხი მკაფიოა

ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს არ დაკარგავს და ს ნაწილი არასდროს გახდება. საზოგადოების პასუხი მკაფიოა,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, ს მიტაცება, დასავლეთთან დაპირისპირება, ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისი, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, რასაც მისი თქმითვე, რუსეთის პრეზიდენტის ს განცხადებაც ადასტურებს.
„ხელისუფლებამ კითხვები აღარ დატოვა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. ოთხი წლით ამ პროცესის შეჩერება, რეალურად არსებული პერსპექტივის დასრულებას ნიშნავს, „ოცნების” მმართველობის პირობებში. იზოლაციის ხარისხი უკვე ძალიან მაღალია და ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, ს მიტაცება, დასავლეთთან დაპირისპირება, ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისი. კრემლში კმაყოფილებას ვერ მალავენ და პუტინის განცხადებაც ამას ადასტურებს.
ამავდროულად ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, კარგად აცნობიერებს ამ არაკონსტიტუციური და უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგებს და ამიტომაც ვხედავთ მძაფრ პროტესტს თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც.
ვხედავთ ხელისუფლების რეაქციას და სასტიკ მოპყრობას მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დაშინება და გაჩუმება ასე არ მოხდება. საქართველოს ადგილი ევროპაშია, ცივილიზებული ქვეყნების რიგში. ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს არ დაკარგავს და რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა