გიგი წერეთელი – როგორც ჩანს, გიორგი გახარიას პარტიას სჭირდება გადარჩენა, მაგრამ არ მგონია, რომ ბოიკოტის შეწყვეტამ დიდი შედეგი მოიტანოს

როგორც ჩანს, გიორგი გახარიას პარტიას სჭირდება გადარჩენა. პარტია რამდენიმე მნიშვნელოვანმა ლიდერმა დატოვა. გარდა ამისა, მიუხედავად ბაქი-ბუქისა, კატასტროფული შედეგები იყო ადგილობრივ არჩევნებზე , – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს და პარლამენტში შედის
როგორც წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო სიები ჩახსნეს, გახარიას პარტიამ თავი შეიკავა, მისივე თქმით, შესაძლოა ეს ყოფილიო გათვლა იმისა, რომ „შესაძლოა ერთ დღეს დასჭირვებოდათ“.
„ადგილობრივი თვითმმართველობის მასში მონაწილე ოპოზიციური პარტიებისთვის მძიმე შედეგით დასრულდა, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებსაც დიდი გათვლები ჰქონდათ. „გირჩმა“, რომელსაც არ ჰქონდა თბილისის მოგების გათვლები, მიიღო გარკვეული პროცენტები.
ჩვენ არ მიგვაჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისეთი ტიპის არჩევნებად, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვანი როლი შეეტანა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, შესაბამისად, არც ვმონაწილეობდით.
პარტიის გადარჩენა შეურაცხყოფა კი არ არის. როდესაც მძიმე შედეგია, როდესაც პარტია 3%-ს ვერ გადააბიჯა, როდესაც არის ფინანსური საკითხები და ა.შ მათ ალბათ დაგეგმილიც ჰქონდათ, რადგან როდესაც ჩვენ მანდატები დავტოვეთ, მათ შეაჩერეს, ჰქონდათ ბოიკოტის რეჟიმი, არ ჩახსნეს სიები, ალბათ ივარაუდეს, რომ შესაძლოა ერთ დღეს დასჭირვებოდათ.
ალბათ, ეს იყო პრაგმატული გათვლა, რომ შესაძლოა დაგვჭირდეს… მომავალი გვანახებს რა იყო სწორი და რა იქნებოდა უკეთესი“,- განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, რთული სათქმელია, რომ პარლამენტში შესული დეპუტატები ქართულ დემოკრატიას გადაარჩენენ.
„2-მა დეპუტატმა 45 წევრიან საკრებულოში რა უნდა გააკეთოს? ის, რომ შესული დეპუტატები ქართულ დემოკრატიას გადაარჩენენ, ასე არ იქნება. პარლამენტი მათ მისცემს საშუალებას ხშირად იდგნენ კამერებთან, მაგრამ განცხადებების გაკეთება და აქტივობა გარეთაც შეიძლებოდა. არ მგონია, რომ ამან დიდი შედეგი მოიტანოს“,- დასძინა წერეთელმა.