გიგი წერეთელი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე – ამ განცხადებებს პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები აკვირდებიან და ის საქართველოსთვის ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი -ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება.
როგორც წერეთელი აღნიშნავს, საქართველო დასავლელი მეგობრების კრიტიკას ყოველდღიურად ისმენს და ამ თვალსაზრისით არც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშია გამონაკლისი.
მისივე თქმით, ანგარიში ძალიან მწვავეა და მასში მნიშვნელოვან უარყოფით მოვლენებზეა ხაზი გასმული.
„პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლო სისტემას, არსებულ კორუფციას, იმ ნდობას, რომელიც ფაქტობრივად საერთოდ არ არსებობს მის მიმართ და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკა, დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან დაახლოება.
ეს არ არის ის განცხადებები, რომლებიც მარტივად ჩაივლის, ამ განცხადებებს აკვირდებიან და კითხულობენ პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს. ეს არ არის არანაირად საქართველოსთვის დან თავის დახსნის საკითხში ხელშემწყობი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ