გიგი უგულავა – ხელისუფლებამ ფეხი დაადგა იმ „ფოცხს“, რომელიც აუცილებლად მოხვდება – დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება აქციაზე, რადგან ივანიშვილის საზიზღარმა განცხადებებმა, ხალხი კიდევ უფრო გააბრაზა

ერთმა გიჟმა „შიზოფრენიკმა“ გამოუცხადა დასავლეთს ომი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სახიფათო, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებასა და ს მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ფულს საქართველო ფულის საცავ რეზერვუარად სჭირდება.
“თუ დააკვირდებით ივანიშვილს, როდესაც მას ეშინია და გამწარებულია, უცნაურად უფართოვდება ნესტოები. გუშინ ამ “შიზოფრენიკმა” გვამცნო, რომ თურმე, სადღაც არსებობს”გლობალური ომის პარტია”. სინამდვილეში მსოფლიოში მხოლოდ 1 “ომის პარტია” არსებობს, რომელსაც ჰქვია, რომლის ქვეშევრდომი, მონა და წარმომადგენელი არის ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი დეპუტატები, 83 გვამი, რომელიც ამ პარლამენტში არიან. ამ ერთმა გიჟმა “შიზოფრენიკმა”, რომელსაც”პრიხვატიზირებული” აქვს ქვეყანა, გამოუცხადა დასავლეთს ომი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სახიფათო. ბიძინა ივანიშვილისგან მივიღეთ ერთადერთი რამ, რის გამოც მადლობა უნდა ვუთხრათ – ტყუილი, რომ ომი არის მშვიდობა და მშვიდობა არის ომი, რომ მეგობარი არის მტერი და მტერი მეგობარია – ეს “დიფუზიური აფერისტობა” მინიმუმამდე დაიყვანა და გვითხრა, რომ 2030 წელს ევროკავშირში შევალთო. მას ევროკავშირი არ ადარდებს და მინდა გითხრათ, რომ 2030 წლამდე შესაძლებელია საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილი გარეშე მოხდება. ივანიშვილს საქართველო ფულის საცავ რეზერვუარად სჭირდება.
გეგმა არის მარტივი, ხელისუფლებამ გუშინ ფატალური შეცდომა დაუშვა, დაადგა იმ “ფოცხს” ფეხი, რომელიც აუცილებლად მოხვდება. ეს “ფოცხი” არის აქციებით ხალხთან ლაპარაკი. ეს არის “ოქსიმორონი” და იდიოტიზმი. გუშინდელ აქციას ერთი მიზანი ჰქონდა, რომ დაეპირისპირებინა საზოგადოება ერთმანეთისთვის.
ვეტოს დაძლევის დღეს, როდესაც მთელი საზოგადოება გამოვა, პოლიციელები დაინახავენ, რომ მათი ძალა უძლურია. ვეტოს დაძლევის დღეს ივანიშვილისა და ამათ თავს “არმაგედონი” მოხდება და ამაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი იქნება. ეს ადამიანი ამ ქვეყნის მტერია, განგრენა და ჩირქი. დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება, რადგან გუშინდელმა საზიზღარმა განცხადებებმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, კიდევ უფრო გააბრაზა ხალხი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.