გიგი უგულავა კობახიძის ვიზიტზე: მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში გამგზავრება უადგილოა

გიგი უგულავა კობახიძის ვიზიტზე: მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში გამგზავრება უადგილოა
21 მარ 202614:27
გიგი უგულავა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მაშინ როცა ერი მგლოვიარეა ილია მეორის გარდაცვალების გამო, კობახიძის ბუდაპეშტში გამგზავრება უადგილოა და ის უკავშირდება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას (CPAC), რომელსაც, -ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც დაესწრება. “ოცნების შეტენვის ოპერაცია გრძელდება. ამ მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში ჩავიდა. ალბათ ხვდებით რომ ორბანს ის არჩევნებში ვერ დაეხმარება. სიმართლე ისაა, ბუდაპეშტში კონსერვატორული კონფერენცია ტარდება. (CPAC) მას აშშ ვიცეპრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი ნამდვილი მიზეზი თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთს. ბატონო ირაკლი, არ გამოვა ორთა ბატონთა მსახურება”, – დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში
დღეს, ქართულიოცნების პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა
“პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).
მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა”,  – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში