გიგი გიგიტელაშვილი – 4 ოქტომბერი ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების დღეა

4 ოქტომბერი ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების დღეა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგი გიგიტელაშვილმა განაცხადა.
გიგიტელაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა „ივანიშვილის რუსულ პარტიას საბოლოოდ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მან ამ ქვეყანას დამართა“.
„4 ოქტომბერი ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების დღეა. 4 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რუსულ პარტიას საბოლოოდ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მან ამ ქვეყანას დამართა. ემიგრაცია, ქვეყნის ეროვნული ღალატი – ამ ყველაფერზე ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს უნდა გასცეს პასუხი. საქართველოს საუკეთესო დღეები წინ აქვს. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის გამარჯვებაში. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი კახელი და უამრავი თელაველი იქნება 4 ოქტომბერს რუსთაველზე“, – განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა.