გიგა ჯოხაძე: დღეს ამ კაცის დაბადების დღეა. კაცის, რომელსაც ისტორიამ განსაკუთრებული მისია – ბოროტების იმპერიასთან ბრძოლა და მისი იმპერიული საცეცების განადგურება დააკისრა

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე: 
დღეს ამ კაცის დაბადების დღეა.
კაცის, რომელსაც ისტორიამ განსაკუთრებული მისია – ბოროტების იმპერიასთან ბრძოლა და მისი იმპერიული საცეცების განადგურება დააკისრა.
კაცის, რომელსაც რუსების შემოჭრისთანავე, ერთი მარტივი ზარით შეეძლო პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაგრამ მისი სამშობლოს, მისი უკრაინის, მიტოვება არ და ვერ შეძლო.
კაცის, რომელსაც შეეძლო ემიგრაციაში წასულიყო და უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდა, მაგრამ განაცხადა: “მე იარაღი მჭირდება და არა ტაქსი”.
კაცის, რომელიც ბიბლიური დავითის განსხეულება გახდა. ის გოლიათს არ უშინდება და ბოლომდე ბრძოლას გადაწყვეტს.
კაცუნებს შორის ნამდვილი კაცის, რომელსაც პატარა კაცები დანებებისკენ მოუწოდებდნენ, მასზე წნეხს ზრდიდნენ, რომ კაპიტულანტური ხელშეკრულება გაეფორმებინა, მაგრამ მათ არ მოუსმინა, ბრძოლა განაგრძო და საკუთარი სიმართლით ყველას ნამდვილი სახე გვაჩვენა.
კაცის, რომელიც ყველას მაგივრად იბრძვის – საქართველოს მაგივრადაც და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაშინაც კი, როდესაც ეს უკანასკნელი ძილბურანის მდგომარეობაში ყოფნას არჩევს ხოლმე.
კაცის, რომლის მხარესაა სიმართლე, სინათლე და საკუთარი ხალხის მთელი ძალა. ამ სიმართლითა და სინათლით უპირისპირდება რუსულ უკუნეთს.
კაცმა, რომელმაც იცის, რომ სისუსტის ნებისმიერი წუთიერი გამოვლინება უკრაინული სახელმწიფოსა და მომავალი თაობებისთვის გამოტანილი საუკუნეობრივი განაჩენია.
ამიტომ იბრძის ბოლომდე.
იბრძვის შეურიგებლად, თუმცა, მტრისგან განსხვავებით ომის წესების სრული დაცვით.
სულ დაფრინავს, სულ გზაშია, სულ შეხვედრებზეა, რომ მაქსიმალური გამოადნოს მისი სამშობლოს მომავლისთვის.
ბოროტებასთან შეურიგებელი ბრძოლა და მორალურ კომპრომისზე უარი – ესაა ამ კაცის ცხოვრებისეული დევიზი.
დაბადების დღეს გილოცავ, ვოლოდიმირ!
კიდევ 100 წელი უკრაინისა და საქართველოს მტრების ჯინაზე

ასევე დაგაინტერესებთ