გიგა ჯოხაძე: არანაირი ახალი არჩევნები არ იქნება. ჯერ კიდევ თუ ვერ ხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე და თავს იიმედებთ რომ …

“არანაირი ახალი არ იქნება.
ჯერ კიდევ თუ ვერ ხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე და თავს იიმედებთ რომ ოცნება შიდა თუ საგარეო წნეხის გამო დათმობებზე წამოვა და ახალ არჩევნებს ჩანიშნავს, არ გცოდნიათ ვინ არის .
გათვლა იმაში მდგომარეობს, რომ შიდა კრიზისი მოიტანს რეჟიმის საერთაშორისო დელეგიტიმაციასა და მძიმე სანქციებს, რომელსაც რეჟიმი ვერ გაუძლებს.
ასეც იქნება. ქიცებმაც მშვენივრად იციან რა მოხდება 20 იანვრის შემდეგ. ტრამპის ადმინისტრაცია არ აღიარებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ამერიკას დომინოს პრინციპით მიყვება მთელი ცივილიზებული მსოფლიო. დელეგიტიმაციას მოყვება უმძიმესი ეკონომიკური სანქციები, მაგრამ ეს არ/ვერ იქნება იმის გარანტია, რომ რეჟიმი ჩამოიშლება და დათმობებზე/ახალ არჩევნებზე წამოვა.
თქვენ ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ოცნება ვერ გაბედავს ღიად ანტიდასავლური კურსი აიღოს. არადა ზუსტად ეგრე მოხდება.
მას მერე რაც “გაირკვევა” რომ ტრამპმაც კი ვერ დაამარცხა გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი, რაც გინდათ ის უწოდეთ, ოცნება უფრო აქტიურად და აგრესიულად დაიწყებს ანტიდასავლური მესიჯების გავრცელებას ასეთი შინაარსით “ეგეთი ევროპა და დასავლეთი სულ არ გვჭირდება”.
მალე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი არა 2028 წლამდე, არამედ განუსაზღვრელი ვადით შეჩერდება.
საქართველოს 3+3 ფორმატში შეიყვანენ.
გააქტიურდება საუბრები ნეიტრალიტეტზე, შეიძლება ამ საკითხზე ოცნებამ რეფერენდუმიც ჩაატაროს.
საქართველოს პირველ ეტაპზე დააბრუნებენ დსთ-ში, შემდეგ კი აფხაზეთთან და ცხინვალთან “კონფედერაციული ერთეულის ჩამოყალიბების” სანაცვლოდ ქვეყანას ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებაში შეათრევენ, საბოლოოდ კი გადაწყვეტენ, რომ ნატოზე ეფექტური ს მიერ მართული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო) იქნება.
რუსეთთან პირდაპირი ინტეგრაციული პროცესები ოცნებას იმ ამომრჩეველსაც წაართმევს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა.
მაგრამ ოცნების გათვლა ლუკაშენკოს მსგავსად იქნება პროტესტის ბრუტალური გზებით ჩახშობაზე.
პროტესტს მოყვება მსხვერპლიც, ცხოვრებას სამუდამოდ დაუმახინჯებენ ათასობით ადამიანს, ათასობით ადამიანს დაიჭერენ და ავტორიტარიზმს სრულ დიქტატურაში გადაზრდიან.
თუ ძალიან გაუჭირდებათ, რეჟიმის შენარჩუნების სანაცვლოდ შეიძლება დასახმარებლად რუსულ ჯარს/სილავიკებს დაუძახონ.
არაფერია ისეთი, რაზეც ესენი არ წავლენ.
საჭიროა რომ ყველაზე უარესი სცენარებისთვის მოვემზადოთ.
იმედია, ვცდები, თუმცა, მეეჭვება რადგან ზედმიწევნით კარგად ვიცი ვინაა ივანიშვილი და რაზეა წამსვლელი ის ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ერთადერთი რაც ამ ქვეყანას გადაარჩენს, მისი თავდადებული მოქალაქეების ბრძოლაა საქართველოს თავისუფლებისთვის. ეს არ გამოვა თუ თითოეული ჩვენგანი მზად არ იქნება საჭიროების შემთხვევაში სამშობლოსთვის თავი გადადოს,” – წრს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე.