გიგა მაქარაშვილი წუხს, რომ გურამ კაშიამ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს

გიგა მაქარაშვილი წუხს, რომ გურამ კაშიამ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმ ჯილდოსთვის, რაც საფეხბურთო ნაკრებს გადასცა 30 მილიონი ლარის სახით.
“გურამ კაშია ჩემი საყვარელი კაპიტანია! ვიცნობ, ვმეგობრობ და ყველაზე რთულ დღეებში მხარდამხარ გვიბრძოლია!
რაც უფრო შინაურია, მით უფრო მტკივნეულია ასეთი კაცისგან ქვეყნის დამაქცევარის ქება-დიდება!
რა ვქნა, ვერ შემიძლია მისი ადვილად გადაყვარება და გადავწყვიტე ვიფიქრო, კარიერის ბოლოს ეს საშინელი ტვირთიც თავის თავზე აიღო და ბიჭები გაათავისუფლა
იქნებ ისეთი სახელმწიფო შევქმნათ, გულში ჩავარდნილი ბიჭები ასე აღარ გვტკიოდეს დიდება თავისუფლებას (ასე მთავრდებოდა ჩვენი ყველა მიმოწერა ბევრი წელი)
ვერ გამომივიდა გაპრავება. სათითაოდ წერენ იგივეს სხვებიც”- წერს მაქარაშვილი.
Next: მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ დაეჯილდოებინა ეროვნული ნაკრები – არავინ და არაფერი უშლიდა ხელს სხვებს, რომ დაეფასებინათ ისინი, მაგრამ თავი შეიკავეს

ასევე დაგაინტერესებთ