მერამდენე უკანანო კრება უნდა ჩანიშნოს და მერამდენედ დაუხარვეზოს რეესტრმა – ვეღარც კი ვითვლი მგონი მეათეა… – აცხადებს GCA-დან გარიცხული ავტორი, დათო ევგენიძე. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ GCA-მ კრება ჩაატარა, რომელიც აღმოჩნდა, რომ ასოციაციის საიტზე გამოქვეყნებული არ ჰქონდა.
ლადო რაფავა, ქართველ უფლებამფლობელთა, მათ შორის GCA- ს წევრთა ადვოკატი: “ბოლო კვირებია, გიგა კობალაძე, კანონის და საწესდებო მოთხოვნათა უხეში დარღვევით ცდილობს შექმნას ასოციაციის საერთო კრების ჩატარების იმიტაცია. ვინაიდან მან დიდი ხანია დაკარგა ასოციაციის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის ნდობა, ათასი სიცრუის მანქანით ცდილობს, არ დაუშვას კრებაზე ოპონენტი ხელოვანები და კამერულ ვითარებაში, მხოლოდ მისთვის სანდო, თითზე ჩამოსათვლელი ავტორების შინაურულ თავყრილობას დაარქვას კრება და ამ ე.წ. „კრების“ გადაწყვეტილება შეაჩეროს საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის, რასაც, რასაკვირველია, რეესტრი არ იზიარებს და ასეთი იმიტაციური კრებების ლეგიტიმაციას არ ცნობს“.
აღნიშნულ ფაქტს GCA-ის ავტორების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, გიგა კობალაძე კვლავ არჩევით მეთოდს მიმართავს და კრებაზე მხოლოდ იმ ადამიანებს იწვევს, რომელთანაც თავად აქვს ახლო ურთიერთობა.
„აქამდე კრების შესახებ მუდამ მათი საიტის მეშვეობით ვიგებდით. ასოციაცია ვალდებულია კრების ჩატარებამდე 2 კვირით ადრე შეკრების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასოციაციის ვებგვერდზე განათავსოს. ამჯერად კი ის კვლავ ჩვენს მოტყუებას ეცადა და კრების შესახებ ინფორმაცია კრების ჩატარების შემდეგ, წინა თარიღით განათავსა, მე კი რომელიც ვიყავი მის მიერ გამოცხადებულ კრებაზე, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა და შეკითხვები დავსვი – ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გამრიცხა კობალაძემ”, – აცხადებს გიორგი ვასაძე.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ასოციაციას ავტორთა 14 მილიონი ლარი აქვს გაფლანგული. ამ ფაქტს, ცხადია, ხელოვანების უკმაყოფილება და შეშფოთება მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ გიგა კობალაძის დაარსებულ არცერთ ასოციაციას, არც GCA-ს და არც GNRA-ს არ ენდობიან.
„GNRA -ც ცხადია გიგა კობალაძის მიერაა შექმნილი. მე თვითონ ვიყავი ამ ყველაფრის მომსწრეც და თანამონაწილეც. GNRA-ი რომ დაგვაფუძნებინა გიგამ მე და ჩემს რამდენიმე კოლეგას-გვეგონა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ მიდგომები ზუსტად იგივე დარჩა, რაც GCA-ში იყო და ჩვენ, როგორც დამფუძნებლებს არასდროს მიგვიღია მონაწილეობა GNRA-ის მართვაში – ამ სფეროს უკეთესობისკენ შეცვლაში. რა თქმა უნდა, არავის უკვირს, რომ GCA-ის შელახული რეპუტაცია, GNRA-ის მიმართაც უნდობლობასა იწვევს. მე და ჩემს კოლეგებს აღარ გვსურს კავშირი გვქონდეს ამ ყველაფერთან, შესაბამისად, გვსურს ჩავატაროთ კრება, რომელიც GNRA-ის გაუქმება და შევუერთდეთ ახალ პლატფორმას, რომელიც საქართველოს ავტორთა ინიციატივით შეიქმნა. IPOA-ის თვლის გამჭვირვალე სისტემა და ევროპელი დირექტორი სფეროს განვითარების და ავორტთა კმაყოფილების გარანტი იქნება, ასე მჯერა – აცხადებს მერაბ სანოძე.
(R)