გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ასუსტებს და რუსეთის პირისპირ დაუცველს ტოვებს, ცხადია, ეს ჩვენს მტერს მოსწონს

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ს განცხადებით, ერთადერთი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავებს მუდმივად უნდა დავუსვათ, არის, თუ რატომ შეიძლება, რომ ჩვენი სახელმწიფოს მტერი აქებდეს ჩვენი ქვეყნის მთავრობას, რითაც ის მარგარიტა სიმონიანის მიერ „ქართულ ოცნებაზე“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„მტერს, ვისაც ჩვენი სახელმწიფოს განადგურება უნდა, ვინც გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში, ვინც ცხინვალში ეთნიკური წმენდა მოაწყო 2008 წელს, გული მოუტრიალდა საქართველოსკენ? – ეს უნდა გამოვრიცხოთ, ასე არ არის და შეუძლებელია“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ამის ერთადერთი ახსნა არსებობს, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ჩვენს მტერს აწყობს.
„ეს ნაბიჯები ჩვენ მათი მომავალი აგრესიის წინაშე გვასუსტებს, ანუ რუსეთს ჩვენი დასუსტება მოსწონს, ის, რომ არანაირ ნაბიჯებს არ ვდგამთ დაცულობისკენ, რადგან ხვალ-ზეგ ისევ ჩვენი განადგურება უნდა.
ეს ვლინდება კონკრეტულ ამბებში, პუტინისტური პოლიტიკური შრის, ეკონომიკური გავლენისა და უსაფრთხოების სფეროში ინფილტრაციის გაზრდაში საქართველოს შიგნით. ასევე ნატოს საკითხზე არა თუ მინიმალურ, არამედ არანაირ აქტიურობაში და მისკენ ნაბიჯების გადაუდგმელობაში. პირიქით, ნატოსა და მის გაფართოების სურვილს აბრალებენ ში ომის დაწყებას. ეს ყველაფერი არის, რაც აწყობს რუსეთს და სწორედ ამას აკეთებს ეს რეჟიმი“, – აღნიშნა ბოკერიამ.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე სერგეი შამბასა და ვახტანგ ყოლბაიას ონლაინ შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ამ დიალოგში ქართული მხარე არ სვამს მნიშვნელოვან საკითხებს და მხოლოდ ზოგადი სადღეგრძელოებით შემოიფარგლება, ეს კი მტრის მხრიდან სისუსტედ აღიქმება“
ბოკერიას შეფასებით, ნებისმიერი ფორმით ლაპარაკი აფხაზურ მხარესთან პოლიტიკური უსაფრთხოების, თუ ეკონომიკის საკითხებზე, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.
„იქითა მხარე ა, რომელმაც გენოციდი მოგვიწყო, ახლაც აკონტროლებს ვითარებას, ახორციელებს აგრესიას და აპირებს ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას შემდგომშიც.
ეთნიკური კონფლიქტის სტატუსი იყო ის, რაც რუსეთს სჭირდებოდა და მიაღწია 90-იანებში. ახლა კი ეს რეჟიმი და მისი წარმომადგენლები ამას კიდევ უფრო ამყარებენ, რომ თითქოს ეს ეთნიკური ურთიერთობის საკითხია.
თან ამ დიალოგში არ სვამენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ბებუას გათავისუფლება, ოთხოზორიას მკვლელისთვის ხელის არ დაფარება და სხვა. მხოლოდ ზოგადი სადღეგრძელოები აქვთ აფხაზ თანამოძმეებთან თანაცხოვრებაზე, რაც მხოლოდ სისუსტედ და უსუსურობად აღიქმება ჩვენი მტრების მხრიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.