გიგა ბოკერია – საჯაროდ იყო ცნობილი, რომ ფარცხალაძე მოსკოვში წავიდა და იქ ჩვენი მტრისთვის ხელსაყრელ ინფრასტრუქტურას აკეთებდა – ჩვენი მოსახლეობის პასუხისმგებლობაა, ეს ხელისუფლება გამოვცვალოთ

ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოლოდინი, რომ ხელისუფლება ასეთ რამეს იძიებდეს, აბსოლუტურად ბუნებრივია, ამიტომ აშშ-ს ელჩის განცხადება ლეგიტიმურია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილის რეჟიმის სახეა და მის დავალებებს ასრულებდა.
„ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ფარცხალაძე საკუთარ თავს არ წარმოადგენდა ამ საქმეში, ის წარმოადგენდა რეჟიმს, ეს არის პრობლემა. ფარცხალაძე ივანიშვილის რეჟიმის სახეა და მის დავალებებს ასრულებდა. საჯაროდ იყო ცნობილი, რომ ის მოსკოვში წავიდა და იქ ჩვენი მტრისთვის ხელსაყრელ ინფრასტრუქტურას აკეთებდა. ჩვენი მოსახლეობის პასუხისმგებლობაა ეს ხელისუფლება გამოვცვალოთ“, – განაცხადა ბოკერიამ.
ინფორმაციისთვის, აშშ-ს ახალი ელჩის, რობინ დანიგანის განმარტებით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს მინიშნებად, რომ შემთხვევა შეუძლიათ გამოიძიონ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)