პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ საუბრისას თქვა, რომ სანამ ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, მანამდე “ჩვენ ყველანი ვიხდით ამის ფასს”.
“თან იტყვიან, რომ [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას] “მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის სხვა რაღაცეები უფრო მნიშვნელოვანია”, თან იტყვიან, რომ “მოღალატე ოპოზიციის ბრალია”.
[…] ეს რეჟიმი სანამ გვყავს, არ ვიცი, როდის დადგება ესა თუ ის ზიანი, მაგრამ გარდაუვალია, მარტოებს ყველა ვარიანტში გვტოვებენ, იმის მიუხედავად, როდის დადგება ესა თუ ის შედეგი, ამიტომ თავისთავად ეს საკითხი როცა დგას [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი] სანამ ეს რეჟიმი გვყავს, მხოლოდ საფრთხეები გველის წინ.
რატომ არის ეს დისკუსია – ზოგიერთ ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების, უნგრეთის, რომელსაც თავისი დღისწესრიგი აქვს ამ თამაშში, გამო, იქ დაისვა საკითხი პოლიტიკური და რეპრესიული აპარატის სანქცირების, ანუ ამ რეჟიმის სანქცირების, ეს ამის გამო ვერ ხერხდება, თავისუფალ სამყაროში თვლიან, რომ […] თუ ქვეყანა იმ წესებს არღვევს, რა წესებითაც რაღაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამას რაღაც რეაქცია უნდა მოჰყვეს, და ორბანის და მათი პოზიციის გამო, შეიძლება, ეს პოლიტიკური კლასის ნაცვლად, მთელს ქვეყანაზე გადატყდეს. მაგრამ აქაც საკუთარ თავს უნდა გავახსენოთ, რომ სანამ ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი, მანამდე ჩვენ ყველანი ვიხდით ამ ფასს. იმისდა მიუხედავად, რომ უდიდესი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ის ხალხი, ვინც აქტიურად პროტესტშია, ამ რეჟიმის წინააღმდეგია – ფასს მაინც ვიხდით”. – თქვა ბოკერიამ.