გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიაზე – წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან, რათა ყველა ერთ ქვაბში მონათლონ – კლოუნადაში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღოს

ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე – ერთადერთი პასუხი ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე , – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე საკითხებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა არავინ არ უნდა მიიღოს.
„ძველი მეთოდია, რომ ამ საყოველთაო პროტესტის პირობებში, რომელიც ეხება ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, თავისუფალ სამყაროში ჩვენი ადგილის ბედს და საფრთხეს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე. ერთადერთი პასუხი ივანიშვილის ამ არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე…
კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვუთხრა, რომ საკუთარ მომხრეებსაც დასცინიან, ჯერჯერობით ჩემთვის რომ არ დაუძახიათ. წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან იმისთვის, რომ ყველა მონათლონ ერთად და ერთ ქვაბში, როგორც უკვე ვთქვი.
ამიტომ ველოდები, რომ დამიძახებენ და მერე ვეტყვი იმავეს, რასაც ეუბნება ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, თუ პოლიტიკოსი, რომ ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმური პარლამენტის, არავინ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და რა რეპრესიასაც არ უნდა მიმართონ, მხოლოდ დაცინვა იქნება პასუხი და ყველას ემახსოვრება, რომ პროტესტი არის უფრო დიდ რამეზე, ვიდრე თუნდაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურების არალეგიტიმური დევნა“, – განაცხადა ბოკერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ