გიგა ბოკერია – როგორც მეტასტაზები ბრუნდება ორგანიზმში ზოგჯერ, ისე აბრუნებს ივანიშვილი „რუსულ კანონს“ და ამას მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ

როგორც მეტასტაზები ბრუნდება ორგანიზმში ზოგჯერ, ისე აბრუნებს ივანიშვილი „რუსულ კანონს“ და ამას მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა მ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
გიგა ბოკერიას თქმით, მავნებლური შინაარსის გარდა, რომლის მიზანიც ყველა ოპონენტისთვის და მათთვის, ვისაც ვერ აკონტროლებს, აგენტის იარლიყის მიწებებაა, „ამ ეტაპზე „რუსული კანონის“ დაბრუნების მთავარი ამოცანა, საზოგადოების მორალურად გატეხვაა“.
„ივანიშვილი, ფაქტობრივად, გვეუბნება, ერთი წლის წინ რაზეც უკან დავიხიე და ვთქვი, რომ უპირობოდ გავაბრუნეთ, ახლა, როგორც მეტასტაზები ბრუნდება ხოლმე ორგანიზმში მკურნალობის შემდეგ, ისევ დავაბრუნებ ამ კანონსო. ამიტომ, აუცილებელი მგონია მშვიდობიანი პროტესტის ზრდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.