გიგა ბოკერია – პროტესტი არის საზოგადოების ბუნებრივი რეაქცია განაცხადზე, რაც ივანიშვილმა მისი პრემიერ-მინისტრის პირით გააკეთა – ყველამ უნდა დავსვათ რიტორიკული შეკითხვა: განცხადება არჩევნებამდე რატომ არ გააკეთა?

ეს არის ჩვენი საზოგადოების უდიდესი აქტიური ნაწილის ბუნებრივი რეაქცია იმ განაცხადზე, რაც ივანიშვილმა მისი პრემიერ-მინისტრის, ამ პოლიტიკური არარაობის კობახიძის პირით გააკეთა , – ამის შესახებ „ფედერალისტების“ დამფუძნებელმა, მ „ინტერპრესნიუსთან“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ უთხრა საზოგადოებას, რომ ის ქვეყნის ისტორიული ამოცანის შესრულებას წყვეტს.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა ის ხალხიც, ვინც მას დაუჭირა მხარი და სწორედ ამიტომაა, რომ უკვე 8 დღეა ხალხი ყველგან გამოდის ქუჩაში.
„ეს არის ჩვენი საზოგადოების უდიდესი აქტიური ნაწილის ბუნებრივი რეაქცია იმ განაცხადზე, რაც ივანიშვილმა მისი პრემიერ-მინისტრის, ამ პოლიტიკური არარაობის კობახიძის პირით გააკეთა. მას შემდეგ, რაც ჩავლილი იყო , მას შემდეგ რაც არჩევნებზე პროტესტი არ იყო მასობრივი და ხალხმრავალი, ჩათვალა, რომ ეს არის სწორი მომენტი იყო სისუსტის და მისი რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის. მან პირდაპირ უთხრა საზოგადოებას, რომ ის ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულებას წყვეტს, რაც არის ჩვენი თავისუფალ სამყაროში დაბრუნება. ანუ, რეალურად სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადაყლაპება სცადა საზოგადოებისთვის და ამაზეა ეს რეაქცია. ყველამ უნდა დავსვათ ეს რიტორიკული შეკითხვა – ეს განცხადება არჩევნებამდე რატომ არ გააკეთა? ანუ, მან ის ხალხიც, ვინც მას დაუჭირა მხარი მოატყუა. ამიტომაა ეს რეაქცია ახლა. ამიტომაა, რომ იქამდე ასეთი მასობრივი პროტესტი არ იყო და ახლა უკვე 8 დღეა ხალხი ყველგან გამოდის ქუჩაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.