გიგა ბოკერია: ოპოზიციის მიერ ომის საფრთხის პროპაგანდის იგნორირება უმძიმესი შეცდომა იყო

უმძიმესი შეცდომა იყო, პრაქტიკულად, იგნორირება ომის საფრთხის პროპაგანდისა ქართული ოცნების მხრიდან. შეიძლება, კანტიკუნტად ვიღაცა რაღაცას იძახდა ხოლმე ამაზე, მაგრამ, საერთო ჯამში, იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ამაზე ამ ოპოზიციის ლიდერები ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ერთეულებისა, საჯაროდ იძახდნენ, რომ ეს, მათი აზრით, სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება იყო, რომ არ ჩაჰყვნენ თუ არ წაჰყვნენ ამ საკითხში ივანიშვილის რეჟიმს და “არ გავაძლიერეთ მათი ეს [პროპაგანდაო]” – რამდენიმეჯერ ითქვა ეს.

ეს არის სირაქლემას პოზის იდეალი. შეიძლება, რაღაც თემაზე მეტი აქცენტი გააკეთო და რაღაცაზე ნაკლები, ოღონდ მე ვთვლი, რომ ეს იყო ის თემა, რაც აწუხებდა მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს, უდიდეს ნაწილს, მათ შორის, ოპოზიციის მომხრეების მნიშვნელოვან ნაწილს იმიტომ, რომ ადამიანები ხედავენ იმას, რაც ყოველ დღე ში ხდება – ეს არ არის მოგონილი თემა და ეს არ არის მოგონილი საფრთხე. მოგონილი არის ის უსინდისო ტყუილი, როგორ ვიცილებთ ამ საფრთხეს თავიდან – რასაც ივანიშვილის რეჟიმი იძახის. მაგრამ საფრთხე აბსოლუტურად რეალურია და ის, რომ ამაზე არანაირი კამპანია არ იქნა წარმოებული ოპოზიციური მედიის მნიშვნელოვანი ნაწილისა და ოპოზიციის მხრიდან, ეს არის უმძიმესი პრობლემა. […]

რაც უნდა ვქნათ ახლა არის ის, რომ ეს არ გავიმეოროთ, პირველ რიგში. […]

ომის თემაზე უნდა ვყოფილიყავით თავდასხმის რეჟიმში ამ რეჟიმის წინააღმდეგ, იმ ტყუილების მხილების, რასაც ისინი იძახდნენ და, პირიქით, დაგვენახვებინა ის საფრთხე საზოგადოებისთვის, რაც ივანიშვილის რეჟიმის ანტიქართულ, ანტიდასავლურ, იზოლაციონისტურ პოლიტიკას მოაქვს ჩვენთვის – სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით. უნდა გაგვეშალა ეს თემა, ანალოგია რომ მიგვეღო, ისე, როგორც მათ გაშალეს ომის საფრთხის თემა, განაცხადა პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, მ Facebook-ლაივში.

ასევე დაგაინტერესებთ