გიგა ბოკერია – მნიშვნელოვანია განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთობა იმ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ უნდა გადაიდგას

მნიშვნელოვანია განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთობა იმ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ უნდა გადაიდგას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, მ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, ასეთი ტიპის ერთობა განსხვავებებს არ გამორიცხავს, მაგრამ აჩვენებს ქვეყანას ევროპულ გეზს, რაც ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილია.
„მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ შეთანხმება იმ ფუძემდებლურ საკითხებზე, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, თავისუფლებისთვის. ამ ქარტიაში ეს არის სწორედ მოცემული. ამ ტიპის ერთობას უჭერდა და უჭერს მხარს „ევროპული საქართველო“ ყველა ეტაპზე. ეს აჩვენებს ერთობას შინაარსზე, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან განსხვავებებს არ გამორიცხავს, მაგრამ აჩვენებს ქვეყნის ევროპულ გეზს, რაც ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას უნდა. ამიტომ იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი, საჭირო და ამიტომ ვუჭერთ მას მხარს. ჩვენ ვადებზე განსხვავებული აზრი გვაქვს, თუმცა, ეს არანაირად არ ცვლის არც ამოცანებს, არც შინაარს, რომ არ უნდა დავუშვათ არასდროს არათუ ასეთი სამარცხვინო, მოღალატეობრივი ხელისუფლების, არამედ ნებისმიერი ხელისუფლების ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია. ის რეფორმები, რაც აქ წერია, სწორედ ამას უზრუნველყოფს“,-განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, მან ექსპრეზიდენტ ს განცხადებაც შეაფასა, რომლის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეეძლოთ კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, რასაც მისივე შეფასებით, ალტერნატივა არ აქვს. გიგა ბოკერიას შეფასებით, სააკაშვილის განცხადება არარელევანტურია. „არარელევანტურია ის, რაზეც სააკაშვილი ლაპარაკობს. ამის ბევრი მიზეზია, ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს“,-განაცხადა ბოკერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული