გიგა ბოკერია კოტე იოსელიანზე – კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომია იმისა, საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა – სახიფათო მოვლენასთან გვაქვს საქმე

რეჟიმის ლიდერის და ოლიგარქის ან მისი ოჯახის წევრების პერსონალური შეურაცხყოფის ან უხამსი პოლიტიკური კრიტიკის გამო ოპონენტების საჯარო მობოდიშების და მონანიების იძულება – კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომია იმისა თუ საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა , – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების“ ლიდერმა მ განაცხადა. გიგა ბოკერია გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, მისი ქმრის გატაცების თაობაზე.
მისი თქმით, საქმე გვაქვს სახიფათო მოვლენასთან.
„რაც არ უნდა მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რეჟიმის პროპაგანდისგან ან სგან, ის რაც უკვე ვიხილეთ და რაც უდავოა – ვგულისხმობ საჯარო მონანიებას ხელისუფლების ოპონენტისგან, სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ აქ სწორედ ასეთ სახიფათო მოვლენასთან გვაქვს საქმე.
ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად ქვეყანაში იმ ხასიათის რეფორმები უნდა ჩატარდეს რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების მქონე პირთაგან ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენებას.