გიგა ბოკერია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია

პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურა ჯაფარიძის დაკავებას და „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთ სამარცხვინო“ მაგალითად აფასებს.
მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური პატიმარია.
“ზურა ჯაფარიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია. ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური პატიმარია. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, არამარტო ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, არამედ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები სასამართლოში, რომელიც მომავალში გამორიცხავს სასამართლოში და მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში ასეთი სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას ნებისმიერი ხელისუფლებისთვის”, – აღნიშნავს გიგა ბოკერია.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება