“როგორც გველს, ისე გაუჩეჩქვეს თავი ქვით, ჩემს ზრუნვაში გაზრდილ, უწესიერეს შვილიკოს….
კოხტა, მუდამ მოწესრიგებული გიგა ავალიანის შიშველი და ფიცარივით გაშეშებული გვამის სურათები, ღია პირით, თვალწინ უფრიალეს და მისი მკვლელობა უემოციოდ აყურებინეს ეგოდაუკმაყოფილებელ ინდივიდებს!!!….
ამის პარალელურად, გამოდის ჩიქოვანების არშემდგარი ადვოკატი და სათქმელი რომ არაფერი აქვს, ,,მორჩა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ბულინგი!”-ო, იქნევს უტიფარ თითს.
ჰოდა, მოხვდება სამართლის მუშტი!!!
იმ არსებამაც, პროკურატურის წინ, მას შემდეგ დაიწყო ჩხავილი, რაც მე საქმის მასალები გადმომეცა და მიხვდა, რომ ვეღარ დამისხლტებოდა ხელიდან; თუმცა, თავიდან შეზავებული თაფლი-მათრახით დაიწყო, რადგან ხალხი ეგონა ბრბო, მაგრამ დახვდა საზოგადოება!
საზოგადოებავ, თქვენთან აუწონელ ვალში ვარ. თქვენი თანადგომით მივაღწიე იმას, რომ მკვლელობის გამოძიება დაიწყო თავიდან, მოწმდება ყველა წვრილმანი….
გამონაკლისის გარეშე, ყველა, შესაბამისი მუხლით, დაჯდება საბრალდებო სკამზე!




