გიგაური: კომპანიები, რომლებიც “იმედს” და “პოსტ ტვ”-ს ფინანსურად დაეხმარებიან, შესაძლოა, მეორადი სანქციების რეჟიმში მოექცნენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური იმ რისკებს განმარტავს, რომელიც, შესაძლოა, იმ კომპანიებს დაემუქროთ, რომლებიც დასანქცირებულ “იმედთან” და “პოსტ ტვ”-თან დაიჭერენ საქმეს.

მისი განმარტებით, შეზღუდვა ვრცელდება რეკლამის განთავსებასა და ფინანსურ თანამშრომლობაზეც, ხოლო წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანიები შესაძლოა მეორადი სანქციების რეჟიმში მოექცნენ.

როდესაც კონკრეტული კომპანიები სანქცირდება, მათთან ნებისმიერი ბიზნესურთიერთობა არის აკრძალული. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ნებისმიერი ის კომპანია, რომელიც თანამშრომლობს და ათავსებს რეკლამას ტელეკომპანია “იმედში” ან “პოსტ ტვ”-ში, მათ ეს, უბრალოდ, ეკრძალებათ. მათ არ აქვთ უფლება, რომ გარკვეული კონტრაქტი დადონ ამ კომპანიებთან და ასევე რაიმე ტიპის გზა გამონახონ იმისთვის, რომ ამ ტელეკომპანიებს შემოსავალი ჰქონდეთ. თუ კონკრეტული კომპანიები დაეხმარებიან ფინანსურად, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ამ ორ ტელეკომპანიას, რომელიც არის დასანქცირებული, ისინი შესაძლოა, მოხვდნენ მეორადი სანქციების რეჟიმში, – ამბობს ეკა გიგაური. 

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს