გია ჯაფარიძე: უფრო ადრე ხომ თქვეს, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი?

“რას ამბობს წულუკიანი ისეთს, რაც მანამდე არ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს და მის პაიკებს? უფრო ადრე ხომ თქვეს, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი? 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე საქართველო ომის დაწყებაში არ დაადანაშაულა? ქართული ოცნება იგივეა, რაც იყო 2011 წელს, 2012 წელს, 2016 წელს, არაფერი შეცვლილა, ღიად ყვებიან ყოველთვის გამოცხადებული ღალატის ქრონიკას. ქართული ოცნება იმის დასტურია, რომ არსებობს დინასტიური ღალატიც. მორალური სიცხადის, ყველა რესურსის კონსოლიდაციის, პრაგმატიზმის და რაციონალიზმის გარეშე გამოცხადებული ღალატი არ მარცხდება, როგორც უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება” – წერს სოციალურ ქსელში “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე.