გია ჯაფარიძე: როგორც კი მოკლავენ პროტესტს, გამოვლენ ევროსაბჭოდან

“ბოლო განცხადებები მიანიშნებს, რომ ქოცები აპირებენ ევროსაბჭოდან გამოსვლას. ან აპრილში, ან აპრილს არ დაელოდებიან.
აპრილამდე უნდათ, რომ მოსპონ პროტესტი. ამისთვისაც გაზარდეს ძალადობა, სისასტიკე, დაშინება, დევნა, გადაბირება, შანტაჟი და, რაც მთავარია, ფინანსური ჯარიმები.
ყველა პროკურორმა, მოსამართლემ და პოლიციელმა იცის, რომ დანაშაულს სჩადის, მაგრამ მაინც აკეთებს, რადგან ესაა უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. ჰო, პოლიციელი გმირი არ არის. არც არასდროს ყოფილა. გმირი არის საქართველოს თავისუფლების დამცველი მოქალაქე.
როგორც კი მოკლავენ პროტესტს, გამოვლენ ევროსაბჭოდან. მერე აღიარებენ ს დამოუკიდებლობას, BRICS-ში გაწევრიანებას გამოაცხადებენ წარმატებად, გააუქმებენ პოლიტიკურ პარტიებს, დაიმორჩილებენ უნივერსიტეტებს, შეცვლიან დროშას და ა.შ.
ევროსაბჭოს წევრობის გარეშე არ არსებობს ევროპის კავშირში გაწევრიანება. პროტესტი -უწყვეტი და მტკიცე – აუცილებელია.
კონგრესში მდგომარეობა გასაგებია, მაგრამ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ჭირდება დრო, საქართველოსთან მიმართებაში პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბებისთვის.
ამ დროის მოგება უნდა მოსკოვს და ივანიშვილის ხელით ცდილობს დიქტატურის კონსოლიდაციას საქართველოში. ამიტომ მოქმედებენ სწრაფად, დღეში რამდენიმე ტერორისტულ “კანონს” იღებს თვითგამოცხადებული პარლამენტი და თვითმარქვია პრეზიდენტი წაუკითხავად უბრახუნებს ფაქსიმილეს ყველაფერს, რასაც წინ დაუდებენ. რუსეთს სურს, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას დაახვედროს “დასრულებული ფაქტი” საქართველოში და მასზე დაყრდნობით ილაპარაკოს მთელი რეგიონის ბედზე.
აშშ ახალი ადმინისტრაცია ცდილობს, რონალდ რეიგანის და მილტონ ფრიდმანის არჩეულ გზას გაჰყვეს, ეს განცხადებებში და ქმედებებში იკვეთება, მაგრამ მას სჭირდება დრო და ჩვენი მხრიდან კონკრეტული სურათის ჩვენება ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის.
სურათი უნდა იყოს უწყვეტი პროტესტი+მუდმივი მუშაობა რეჟიმის საერთაშორისო არაღიარებასა და სანქცირებაზე+პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ერთიანობა.
ერთიანობას ალტერნატივა არ ჰქონდა არც არჩევნებამდე და მით უმეტეს არ აქვს ახლა, როცა ვკარგავთ დამოუკიდებლობას და პირდაპირი ნადირობაა აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე.
თუ პროტესტი ჩაქრა, ჩვენს ნაცვლად არავინ იბრძოლებს ჩვენთვის. თუ ერთიანობა არ იქნება, საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის იკითხავენ – ვის ველაპარაკოთ?
საქართველოს არჩევანი არის ყოველთვის ფარტაძის არჩევანი ეგრისის კრებიდან. სკოლებში კი ისწავლება ეგრისის კრების ისტორია, მაგრამ გაკვეთილი ვერ გამოგვაქვს. თუ თავისუფლება და კეთილდღეობა გვინდა, იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტურებში უნდა გავერთიანდეთ, რომელიც ამას უზრუნველყოფს და რომელთანაც ღირებულებით-იდენტობრივი თანხვედრა გვაქვს.
პროტესტი და ერთიანობა მოკლედ.
ფბ-ს არ ვსქროლავ, კომენტებს არ ვკითხულობ, ხშირადაც არ შემოვდივარ, საუბარი ცოცხლად სჯობს რუსთველის გამზირზე,” – წერს სოციალურ ქსელში გია ჯაფარიძე.