გია ჯაფარიძე: ის ხალხი კმაყოფილია, ოპოზიცია რომ არ მოწონდა? ციხეშია ოპოზიცია და შექმენით ახალი ოპოზიცია, ჯიგრებო

“იქნებ ახლა გაიაზროს შინ და გარეთ მოყვარემ, რომ 2013 წლიდან ივანიშვილის ხელით ხორციელდება საქართველოს თავისუფლებაზე რევანში.
ის ხალხი დაკმაყოფილდა, ხან პოლიტიკოსები არ გვინდა, ხან პოლიტიკოსები სად არიანო, რომ იძახდა? სად არიან და ციხეში არიან.
ის ხალხი კმაყოფილია, ოპოზიცია რომ არ მოწონდა? ციხეშია ოპოზიცია და შექმენით ახალი ოპოზიცია, ჯიგრებო. მერე დასვით ისევ ქოცის შემოგდებული კითხვა – გეგმა რა არის?
დასავლელი მეგობრები კმაყოფილი არიან, პოლარიზაციაზე რომ გველაპარაკებოდნენ ეს წლები? კმაყოფილი არიან, წლები რომ აბეტონებდნენ დიქტატურას? მორჩა პოლარიზაცია, ესაუბრეთ ივანიშვილის გროტესკულ ავტოკრატიას.
ჰოდა, ვინც წლებია, იბრძვის, ძალიან ღრმად გვკიდია, რას ფიქრობენ შინ და გარეთ მოყვარეები. მთავარია, რას იფიქრებდნენ ის ადამიანები, ვინც მორალურ გმირებად ჰყავს ამ ქვეყანას. ვერავინ გატეხეს. ვერც გატეხავენ. გაიღვიძებს ეს ქვეყანა, სულ ფუნაში არ იცხოვრებს.
ბოლოს მაინც საქართველო მოიგებს” – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ