: 37-იანი წლების “სახალხო სასამართლო”-ს სტილში მომუშავე საზოგადოებრივის სამეურვეო საბჭომ…

“37-იანი წლების “სახალხო სასამართლო”-ს სტილში მომუშავე საზოგადოებრივის სამეურვეო საბჭომ პროკურატურას “მავნე ელემენტების” საქმე  არა იმდენად მათ დასასჯელად (რაც სრული აბსურდია), არამედ იქ დარჩენილი თანამშრომლების საბოლოოდ დასაჩმორებლად გადასცა…” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი .

ცნობისათვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძის და გია იმნაიშვილის საქმეების მოკვლევა-განხილვა დაასრულა – 21 მარტს სამეურვეო საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე ადვოკატმა ბორდის წევრებს მოცულობითი დასკვნა წარუდგინა, რომელიც არხის მიმართ თანამშრომლების მიერ წაყენებული ბრალდებებისა და მათგან გამომდინარე ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.

პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს ცილისწამებაში დასდო ბრალი, ხოლო ბორდის წევრებს აღნიშნული ბრალდებების პროკურატურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია