გია ხუხაშვილი წინააღმდეგობის პლატფორმაზე – ისევ საუბარია პრეზიდენტთან ერთად პარტიების მაგიდაზე, მაგრამ არ ჩანს ბმა მაგიდასა და პროტესტს შორის – ამიტომ ისმოდა უკმაყოფილო შეძახილები, ალბათ, გარკვეული იმედგაცრუება იყო

სხვა რამის მოლოდინი ჰქონდა ხალხს, რომ დღეს მოისმენდნენ პროცესის დაწყებაზე რამეს და ხალხის როლის აღიარებას, ახალი ლიდერების გამოკვეთის პერსპექტივას დაინახავდნენ, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს სიტყვით გამოსვლას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტზე.
როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელზეც ზურაბიშვილმა ისაუბრა, აქამდეც გასაკეთებელი იყო, თუმცა უნდა მოხდეს პლატფორმის ხალხთან დაკავშირება და ინტეგრირება.
„წინააღმდეგობის პლატფორმა გასაგებია. ეს პლატფორმა რომ შესაქმნელია ამაზე ჩვენც გვისაუბრია არაერთხელ. აქამდეც გასაკეთებელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ისევ და ისევ პოლიტიკური ელიტის დომინირებით, ხომ? ისევ საუბარია პოლიტიკური პარტიების მაგიდაზე პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ არ ჩანს ბმა მაგიდასა და პროტესტს შორის, ხალხს შორის, რომელიც ოთხ თვეზე მეტია დგას ქუჩაში. შენ შეგიძლია რაღაც მაგიდა შექმნა, მაგრამ თუ არ მოხდა ამის პროტესტში ინტეგრირება, პროტესტმა თუ არ აღიარა ეს პოლიტიკური პარტიები, ეს ყველაფერი დარჩება უბრალოდ მორიგ მცდელობად პარტიების მხრიდან, რომ რაღაც გააკეთონ. მამოძრავებელი ძალა არის ხალხი. პარტიები თავის თავად ხალხის მხარდაჭერის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. იმისათვის, რომ შენ ასეთი მაგიდა შექმნა, როცა პოლიტიკური პროცესის ლიდერობაზე გაქვს პრეტენზიები, პირველ რიგში ხალხმა უნდა გაღიაროს შენ, როგორც ლიდერი. ასეთი აღიარება პირადად სალომე ზურაბიშვილს აქვს, მაგრამ ნუ დავმალავთ, რომ პარტიებს არ აქვთ ეს აღიარება.
ზუსტად ამიტომ ისმოდა უკმაყოფილო შეძახილები. ალბათ, გარკვეული იმედგაცრუება იყო ზუსტად იმით, რომ ის საუბრობდა ისევ პარტიების კოორდინაციაზე. მე წინააღმდეგობის მოძრაობის ეს ფორმატი ცოტა სხვანაირად წარმომედგინა. ყველას აქვს ამ პროცესში თავისი როლი და წამყვანი როლი ეკუთვნის ხალხს, იმ უამრავ პროფესიულ თუ სოციალურ ჯგუფს, რომელთა მარშიც ვიხილეთ, ვინც რეალურად უქმნის პრობლემას ხელისუფლებას. როდესაც კეთდება წინააღმდეგობის მაგიდა და ეს ხალხი არ არის წარმოდგენილი იმ ადამიანებით, რომლებსაც ისინი ენდობიან და ვიღაც პარტიები რაღაც გადაწყვეტილებას იღებენ, ეს ბადებს ხალხში სკეპტიციზმს და ალბათ, უკმაყოფილებაც ამით იყო განპირობებული“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს