გია ხუხაშვილი: ღარიბაშვილს თავისი კადრები საერთოდ გაჰყავს თამაშიდან, რომ კობახიძემ ხელი სხვისკენ არ გაიშვიროს

“ქოცური” პატრიოტიზმის უმაღლესი ფორმა – ასე აფასებს ს მიერ პოლიტიკიდან წასვლის გააწყვეტილებას და არ გამორიცხავს, რომ მასაც ისე დაატოვებინონ ქვეყანა, როგორც სხვა ლიდერების შემთვევაში მოხდა.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილების მიზეზი “ივანიშვილის ეჭვიანობა გამხდარიყო” – “გახსოვთ ხომ ჩემი ვერსია, რომ შეიძლება ჩვენებები აქვს ეფბაისთვის მიცემული”

ხუხაშვილი თქმითვე, შეიძლება ღარიბაშვილი იმიტიომ წავიდა და თავისი კადრებიც იმიტომ გაჰყავს პოლიტიკიდან, რომ მერე  “მ ხელი სხვისკენ არ გაიშვიროს”

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ ასევე თანამდებობა დატოვა, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთმა კადრმა, მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ერთი მოტივი ეს არის, რომ თავისი კადრები საერთოდ გაჰყავს თამაშიდან, იმის გამო, რომ კობახიძემ ხელი სხვისკენ არ გაიშვიროს, “მე რა ვქნა და იქ ბიძინას ვიღაცები არიან”. მისი მოტივი ასევე ღარიბაშვილთან დაკავშირებით არის ის, რომ ეჭვიანი კაცია ბიძინა და ნამდვილად ეჭვიანობს ღარიბაშვილზე. გახსოვთ ხომ ჩემი ვერსია, რომ შეიძლება ჩვენებები აქვს ეფბაისთვის მიცემული, ხოდა ყველაფერი ერთად არის. პატრიოტები საქართველოში ჯერ ხელიდან მიდიან და ფულის კეთებას იწყებენ, მერე პარტიიდან მიდიან და მერე არვიცი ახლა ღარიბაშვილსაც გაუშვებენ თუ არა, მაგრამ მერე ქვეყნიდანაც მიდიან. ეს არის “ქოცური” პატრიოტიზმის უმაღლესი ფორმა”, – ამბობს ხუხაშვილი.