გია ხუხაშვილი: სრულიად ცხადია, რომ ბიძინა შეგნებულად და მეთოდურად ხერგავს და წვავს ცივილიზებული სამყაროსკენ მიმავალ გზებს და ხიდებს

“სრულიად ცხადია, რომ ბიძინა შეგნებულად და მეთოდურად ხერგავს და წვავს ცივილიზებული სამყაროსკენ მიმავალ გზებს და ხიდებს.
შესაბამისად, მისი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო გახდება რეგიონალური მოთამაშეების – ს, თურქეთის და ირანის საჯიჯგნი ტერიტორია, რუსეთის უპირობო დომინაციით. ამ სამ ქვეყანას შორის ასეთი კულისური შეთანხმება უკვე არსებობს “3+3” ფორმატის სახით.
არანაირ ყალბ სუვერენიტეტზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ ტიპის ძალადობრივი რეჟიმის სტაბილურობის შენარჩუნებას, რასაც ბიძინა აშენებს, სჭირდება უზარმაზარი რესურსები, რაც საქართველოს არ გააჩნია.
ამ მიზნით, საერთო შეთანხმებით, რუსეთს ამ ეტაპზე შემოყავს კიდევ ერთი მოთამაშე – ჩინეთი, რომლის ხელითაც უნდა შეიქმნას ერთგვარი სტაბილიზაციის ფონდი, სისტემის სავარაუდო ჩამოშლის პრევენციისთვის. კობახიძის გახშირებული ვიზიტები ბოლო დროს ჩინეთის საელჩოში არ იყო რიგითი მოვლენები.
ჩინეთის გააქტიურებით, რუსეთი საკუთარი ინტერესის დაფარვის გარდა, რაც განპირობებულია ქართული საზოგადოების მიუღებლობით მის მიმართ, მიზნად ისახავს -სგან საქართველოს საბოლოოდ მოკვეთას, რადგან ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ტრამპისთვის ჩინეთის სადმე გამოჩენა “წითელი ნაჭრის” აფრიალების ტოლფასია.
ეს არის უახლოესი ერთი-ორი წლის სავარაუდო გეგმა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი უკვე ღიად დაიწყებს საქართველოში საკუთარი დომინანტური ინტერესის გამოჩენას.
ასეთია პერსპექტივა, რომლის განხორციელებას მხოლოდ ქართული საზოგადოების უკომპრომისო ბრძოლას შეუძლია შეუშალოს ხელი, ცივილიზებული სამყაროს აქტიური მხარდაჭერით,” – წერს პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში.