გია ხუხაშვილი – საქართველოში მიმდინარეობს პროცესი მოსკოვიდან მიღებული “შპარგალკებით” – მიხეილ ყაველაშვილს ვინ ეკითხება შეწყალებას, რასაც ეტყვიან იმას აკეთებს, ძირითადად დომინოს და ნარდს თამაშობს

[ს განცხადება] არის ძალიან უტიფარი, ცინიკური და მზაკვრული განცხადება. მშვენივრად ესმის, რომ არცერთი პოლტიიკური პარტია არ დათანხმდება , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.
როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან სალაპარაკო ექნება და იტყვიან, რომ „ჩვენ ვეპატიჟებოდით არჩევნებზე და ისინი არ მოვიდნენ“.
„ყველას კარგად ესმის, რომ ამ რედაქციით შეწყალების გაგზავნა და სიტყვის მიცემა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, სუიციდის ტოლფასია. თითქოს კეთილ ნებას გამოხატავს, სინამდვილეში ხელისუფლების მიზანი სულაც არ არის არჩევნებში მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა. ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების გზაზე ისინი პოლიტიკურ ველს ასუფთავებენ, რათა 4 ოქტომბერს ჩატარდეს მშვიდი , რეალური კონკურენციის გარეშე, რათა დამკვიდრდეს ე.წ. სუვერენული დემოკრატია, რეალურად ავტორიტარიზმი. საქართველოში მიმდინარეობს პროცესი მოსკოვიდან მიღებული შპარგალკებით. მათ უნდათ, რომ ისეთი პარტიები შემოვიდნენ ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში, რომლებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს და კითხვის ნიშნები არ იქნება. იმედი აქვთ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ყველა საერთაშორისო მოთამაშეს დაავიწყდება და ფორმალური მრავალპარტიულობა შედგება.
საბოლოო ჯამში დასავლეთთან სალაპარაკო ექნებათ. იტყვიან, რომ ჩვენ ვეპატიჟებოდით არჩევნებზე და ისინი არ მოვიდნენ. ვინც მიიღო მონაწილეობა, 25 % ან რამდენსაც გადაუგდებენ აიღებენ ის პარტიები და არცერთს პრეტენზია არ ექნება. იტყვიან, რომ თუ ვინმემ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ იცოდნენ წააგებდნენ.
თუ ვინმეს ვინმეს შეწყალება უნდა, ამაზე საჯარო განცხადებები არ კეთდება, საჯარო განცხადებები ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და აქედან პოლიტიკურ დივიდენდს ელოდება ხელისუფალი. არც ყაველაშვილის მოფიქრებულია, ყაველაშვილს ვინ ეკითხება შეწყალებას, რასაც ეტყვიან იმას აკეთებს, ძირითადად დომინოს და ნარდს თამაშობს. ბიძინას მოფიქრებულია, ეს არის მისი თამაშის ნაწილი“, – განაცხად გია ხუხაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე: თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც რვა წელია, თბილისის თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, იცის, რა პრობლემები აწუხებთ თბილისელებს

კახა კალაძე: პოლიტიკაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და გავიმეორებ იმავეს – მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს