გია ხუხაშვილი: რაც შეეხება გახარიას ე.წ. კომისიაზე მისვლა-არმისვლის საკითხს…

“რაც შეეხება გახარიას ე.წ. კომისიაზე მისვლა-არმისვლის საკითხს:
ხელისუფლების გათვლა გასაგებია – თუ გახარია კომისიაზე არ მივა, ეცდებიან მთლიანად “შეტენონ” მას პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე და თვითონ ხელები დაიბანონ.
თუ მივა და დაიცავს თავის პოზიციებს და გადაწყვეტილებებს, საბოლოოდ ჩამოაგდებენ შუღლს ოპოზიციაში.
ამიტომ, ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება:
მიუხედავად იმისა, რომ გახარია არ ცნობს აღნიშნული თავყრილობის ლეგიტიმურობას, რადგან 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით არსებობს ინფორმაციის უკმარისობის გრძნობა, ის საზოგადოების პატივისცემის ნიშნად მზად არის, რომ თუნდაც ამ ფორმატში სიცხადე შევიდეს საკითხში, იმ პირობით, თუ იგივე სხდომაზე მოწვეული იქნებიან გომელაური, იმ დღეს მოქმედი სხვა აქტორები და რაც მთავარია, , როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები, არა იმდენად გახარიასთან, არამედ სპეცსამსახურებთან და სპეც.დანიშნულების ძალებთან მიმართებაში.
თუ მათ კომისია არ მოიწვევს, ან ისინი უარს განაცხადებენ მონაწილეობაზე, მაშინ გახარია უაზრო სპექტაკლში და ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს,” -წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი .

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

ელენე ხოშტარია – ყველა პოლიტიკური პატიმარი არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი – ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით დავამარცხებთ სისტემას

გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე – სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება პროტესტი და ეროვნული ინტერესების ღალატი, კონსტიტუციის დარღვევა, უარის თქმა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე