გია ხუხაშვილი – ოპოზიციაში არც გეგმა ჩანს, არც ლიდერობა, არც პოლიტიკური ქმედებები – ერთმანეთს ვერ იტანენ, რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა, ალიკაპი ააკრას პირზე?

ოპოზიციაში ერთმანეთს ვერ იტანენ, რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა, ალიკაპი ააკრას პირზე? – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემის “360 გრადუსის” წამყვანის კითხვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებ, რომ მათ მოლოდინი ჰქონდათ, მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერად შედგებოდა.
ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციისგან არანაირი პოლიტიკური გეგმა და ქმედებები არ ჩანს.
“როგორ შეძლებდა ( ლიდერობას), თუ ესენი {ოპოზიციაში} ერთმანეთს ვერ იტანენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, თავი ვერ შეუკავებიათ ერთმანეთის გინებისგან და რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა, ალიკაპი ააკრას პირზე? გარდა ამისა, არც გეგმა ჩანს, არც მათი ლიდერობა ჩანს ამ პროცესში, არ ჩანს პოლიტიკური ქმედებები მათი მხრიდან”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.