გია ხუხაშვილი – მიმდინარე პროცესები ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკური თამაშია, რომლის ფინალშიც კარგი არაფერი ელოდებათ კობახიძესა და მის ამფსონებს

ბიძინა ივანიშვილი ახლა დგება პოზიციაში, საიდანაც ის მანევრის საშუალებას იძენს სამი მიმართულებით: შიდა პოლიტიკური გაგებით, “მოგენატრებათ ბიძინა”, დასავლეთის მიმართულებით, თუ აქ განუკითხაობა დაიწყო, ერთადერთია, რომელსაც შეუძლია პროცესი შეაჩეროს და ს მიმართულებით, რადგან რუსეთიც დაინახავს, რომ ზე ფსონის დადება სრული სიგიჟეა , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” “ქართული ოცნების” დღევანდელ ყრილობასთან და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა “პროცესებისგან ხელები“ დაიბანა და ს “საბელი დაუგრძელა”.
“დღევანდელი სცენარი არ არის რაღაც განსაკუთრებული, ეს მოსალოდნელი იყო და, პრინციპში, ყველაფერი კანონზომიერად განვითარდა. ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებში კობახიძის დაჯგუფება ცდილობდა, რომ რაღაცნაირად ჩაეთრიათ ამ თემაში და არწმუნებდნენ მას, რომ გამხდარიყო თავმჯდომარე. მე ასე ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეშინიათ სრული პასუხისმგებლობის აღების მიმდინარე პროცესზე. ისინი ხვდებიან, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი ტაქტიკური თამაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომლის ფინალშიც კარგი არაფერი ელოდებათ კობახიძესა და მის ამფსონებს.
ჩვენ შევდივართ ახლა ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, საკანონმდებლო იქნება თუ სხვა, კონკრეტული, სისტემური რეპრესიებია გასატარებელი როგორც პარტიული კლასის მიმართ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ იქნება ეს თუ მედიის მიმართ – ეს პროცესი არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი და ხვდებიან ახლა ეს ბიჭები, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს ამ პროცესისგან და გარკვეული მანევრის საშუალება შეიძინოს იმისთვის, რომ წარმატების შემთხვევაში, თუ მოახერხა ამ დაჯგუფებამ ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, ამ შემთხვევაში ბენეფიციარი ისევ ბიძინა ხდება, რადგან სისტემა მასზეა დაშენებული და თუ წარუმატებელი იქნა, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში სჭირდება ბიძინას მანევრი – გადაგვარჩინოს კობახიძის დესპოტური რეჟიმისგან ანუ “მოგენატრებათ ბიძინა” სპეცოპერაცია ჩაატაროს. შესაბამისად, მასთან აფილირებული კადრები საერთოდ გაჰყავს სისტემიდან მეთოდურად (ერთადერთი, გომელაური დატოვა და რაღაც პერიოდის შემდეგ გომელაურიც გაიწევა), ბუნებრივია, ის კონტროლს ძალაუფლებაზე არ დაკარგავს.
ბიძინა ივანიშვილმა ამ პროცესზე ხელები დაიბანა და საბელი დაუგრძელა კობახიძეს, მე დარწმუნებული ვარ, მისთვის დამახასიათებელია. ამით ივანიშვილი, ერთის მხრივ, სავაჭროს ხსნის დასავლეთთან იმიტომ, რომ დასავლეთს მშვენივრად ესმის, რომ აქ თუ განუკითხაობა დაიწყო, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ გაუგებარი ხალხის დაოკება შეუძლია, ბიძინა ივანიშვილია, ანუ ის მოთხოვნადი შეიძლება გახდეს დასავლეთში.
რუსებისთვის ბევრად უფრო კომფორტულია კობახიძე, როგორც ორშაურიანი პროდუქტი – ძალიან იაფი ჯდება. ბიძინა ძვირი ჯდებოდა იმიტომ, რომ მას თავისი ამბიციები აქვს. თუ კრიზისი შევიდა ძალიან რთულ ეტაპზე, რუსებიც მიხვდებიან, რომ კობახიძე ჰაერშია და არაფრის მაქნისია, ისევ ბიძინას უნდა ჩაუვარდნენ მუხლებში, რომ სტაბილურობა რაღაცნაირად აღადგინოს”, – განაცხად ხუხაშვილმა.
როგორც პოლიტოლოგმა განმარტა, ივანიშვილი მიმართავს პოლიტიკაში აპრობირებულ სქემას, რომლითაც ავტორიტეტდაცემულ პოლიტიკოსს წინა პლანზე მასზე უარესი ფიგურა გამოჰყავს, რათა შემდგომ საზოგადოება ამ ფიგურისგან გადაარჩინოს. ხუხაშვილის თქმით, ეს ბევრ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს მოულბობს ივანიშვილის მიმართ გულს.
“ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას ყოველთვის ისხლეტდა. ბიძინა ახლა ამ მანევრს უზღუდავს, ის უკან ვეღარ გადაუგდებს პასუხისმგებლობას ბიძინას იმიტომ, რომ სრული პასუხისმგებლობა მასზე იქნება და როდესაც კობახიძის ჩარეცხვის მომენტი დადგება, ორივე შემთხვევაში, გინდა წარმატებული იყოს და წარმატების პიკზე წასული პრემიერები ჩვენ ამ ქვეყანაში ბიძინას ხელით გაშვებული გვინახავს და თუ წარუმატებელი იქნა ანუ კრიზისი თუ კიდევ უფრო მძაფრ ფაზაში გადავიდა, ეს “მოგენატრებათ ბიძინა” ჩარეცხავს და ის ამით გარკვეულწილად ძალიან ბევრი, მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების გულსაც მოიგებს – “გადაარჩენს” საქართველოს მოსახლეობას კობახიძის დესპოტური რეჟიმისგან – ასეთი ფაქტები ჩვენ ამ ქვეყნის უახლესი ისტორიის განმავლობაში უკვე გვინახავს. შევარდნაძეს რომ დაუჩოქეს. იცით, რა ხალხმა დაუჩოქა? შევარდნაძე რომ ეჯავრებოდათ. ეს იყო პერიოდი, როდესაც შევარდნაძის სახელის ხსენებაც კი ზიზღს იწვევდა საქართველოში, მაგრამ შეიქმნა მოცემულობა, როდესაც შევარდნაძის წასვლა კიდევ უფრო დიდ უბედურებას ნიშნავდა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც პოლიტიკაში ხშირად გამოიყენება – არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი ავტორიტეტი ძალიან ეცემა, ამ დროს ქმნიან თავისზე უარეს ფიგურას, ის გამოჰყავთ წინა პლანზე, მერე იმისგან გადაარჩენენ საზოგადოებას და ამით გარკვეულ რეაბილიტაციას ახდენენ – ეს პოლიტტექნოლოგიურად აბსოლუტურად მიღებული სქემაა”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.