გია ხუხაშვილი: ერთგვარ სავაჭრო თემადაც აქვთ…

პოლიტილოგი ფიქრობს, რომ ოპოზიციის აკრძალვის თემას “ოცნება” დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებს. ექსპერტის თქმით, ოპონენტების გაქრობა ივანიშვილის გუნდის რეალური მიზანი არ არის, თუმცა, შესაძლოა, დასავლეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში, სწორედ ეს თითიდან გამოწოვილი საკითხი დათმონ.

ერთგვარ სავაჭრო თემადაც აქვთ ეს იგივე დასავლეთთან, იმიტომ, რომ როდესაც შენ რამე კარგის გაკეთება არ გინდა და ვიღაცასთან რაღაც ტიპის მოლაპარაკებების გახსნა გინდა, რაც შეიძლება მეტი უნდა დააშავი წინასწარ, რომ მერე რაღაც მაინც დასათმობი გქონდეს. დავუშვათ, ეს თემა დაგიდეს, ის თემა დაგიდეს, ბევრი თემა დაგიდეს და მერე, თუ დასავლეთთან რაღაც მოლაპარაკებები გაიხსნება, თუ ექნებათ 10 თემა, ათიდან 3-ს, თითიდან გამოწოვილს დათმობენ ამ მოლაპარაკებებში, – ამბობს ხუხაშვილი. 

“ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია – მ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.

მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” აკრძალავს.

წყარო