გია ხუხაშვილი: …ახლა კი დგას “ქართული ოცნება” და დღედაღამ ლანძღავს, დამნაშავედ აცხადებს

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ს ინტერვიუდან, რომელიც “კვირის პალიტრის” 11 მარტის ნომერში გამოქვეყნდა.

– ჩვენი ხელისუფლება დიდი აჟიოტაჟით გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას. საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი და ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს ურთიერთობას. საელჩოს განცხადებით, გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. რატომ ვერ მოხერხდა ამ წლების განმავლობაში შექმნილიყო ისეთი სამართლებრივი საფუძველი, რომ ადეიშვილს ასე მარტივად არ შეეძლოს მიმოსვლა ქვეყნიდან ქვეყანაში?

– იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეს სტატუს-კვო ურჩევნია, აქ ადეიშვილი არაფერში სჭირდება. სამაგიეროდ, აგერ შორიდან ემუქრებიან და ისევ ჩვენს დასავლელ პარტნიორს ლანძღავენ. მათ ადეიშვილი პროპაგანდისთვის სჭირდებათ, ისევე, როგორც სჭირდებოდათ უცხოეთში მყოფი მიშა, რათა მგელი მოდისო ეძახათ და ხალხი შეეშინებინათ. მერე შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ კარგა ხანს კი იხეირეს ამის ძახილით. თავის დროზე ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ საკმარისი საერთაშორისო სტანდარტის მტკიცებულებები წარედგინათ და ადეიშვილი დღემდე წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ეს შეგნებულად არ გააკეთეს, შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის აცხადებენ მონსტრად. დაკავებული კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებებიც კი არ წარუდგინეს საფრანგეთს და ის გაათავისუფლეს…  ახლა კი დგას “ქართული ოცნება” და დღედაღამ ლანძღავს, დამნაშავედ აცხადებს.

ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ და ყურმოკრულს არ ვამბობ – პირადად ჩემთვის ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, ადეიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ხომ არ გველაპარაკა მასთან და ჩვენს ხელისუფლებაშიც ხომ არ მოგვეწვიაო. მე და რამდენიმე კაცი წავედით სასტიკი წინააღმდეგი, რადგან დამნაშავედ მიგვაჩნდა. ჩვენ რომ დავთანხმებოდით, ადეიშვილი დღეს შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ყოფილიყო. ბიძინას ხომ ეს პოლიტიკა ჰქონდა, მზად იყო ნებისმიერი ნაძირალა ჩაეხუტებინა გულში, ვინც კი მიშას შეაგინებდა და ბიძინას ერთგულებას შეჰფიცებდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ადეიშვილს კი აცხადებენ დამნაშავედ, მაგრამ ადეიშვილის ბარტყები, მთელი მისი შექმნილი სისტემა, კოლექტიურ მურუსიძეს რომ ვუწოდებთ, მისი გამოზრდილო მოსამართლეებით და პროკურორებით, ახლა ამ ხელისუფლების ბურჯი არ არის? ისინი მართავენ დღეს სისტემას.

– მინდა ოპოზიციაზეც ვისაუბროთ. ამ ფლანგზე პროცესები თუ ისევ ასე მდორედ წარიმართა, შესაძლოა მართლაც ახდეს კობახიძის ნათქვამი, მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გავიმარჯვებთო.

– ოპოზიცია კი არის სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ არც ხელისუფლებას აქვს კარგი პოზიციები. კი, ოპოზიციას არა აქვს მხარდაჭერა, მაგრამ არც ხელისუფლების მხარდაჭერაა დიდი. ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არა აქვს მომავლის არჩევანი, ანუ არჩევანი კვლავაც ცუდსა და უარესს შორის უწევთ. ელექტორატის 40%-ზე მეტს “ნაცქოცური” სიმბიოზის მიღმა სურს არჩევანის გაკეთება, შესაბამისად, ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს ეძებს.

ამ ალტერნატიულ ცენტრებს შანსი ძალიან დიდი აქვთ, მაგრამ ელექტორატის განწყობების კაპიტალიზაციისთვის ოპოზიციურ ძალებს სჭირდებათ მუშაობა, რაზეც ისინი უარს აცხადებენ, ფაქტობრივად, არ მუშაობენ. ეს პარტიები იქცნენ ერთგვარ ვირტუალურ პარტიებად, რომელთა ლიდერებსაც მიაჩნიათ, რომ “ტიკ-ტოკში” აქტიურობა წარმატებისთვის საკმარისია. არადა, ამომრჩეველი პირდაპირ დიალოგს ითხოვს. ამას სჭირდება სოფელ-სოფელ სიარული და ხალხთან კომუნიკაცია. სხვანაირად არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, თუ ეს მოცემულობა დარჩა, ხელისუფლება ისევ გაათამაშებს ორპოლუსიანობის კოზირს, ანუ ამომრჩეველს დატოვებს ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ. ამომრჩეველსაც სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ ან შინ დარჩეს, ან ერთჯერადად მიეყიდოს იმას, ვისაც მეტი რესურსი აქვს, ასეთი კი ხელისუფლებაა.

ხალხთან კომუნიკაციით ყველაზე მეტად გამოირჩევა. ის ერთადერთია ამ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომელსაც ეს უნარი აქვს. მან ეს აჩვენა წინა არჩევნებზეც – მას ხალხთან კომუნიკაცია და დინამიკის აკრეფა შეუძლია. ვნახოთ, ამჯერად როგორ გამოიყენებს. მოკლედ, ერთი რჩევა მაქვს ოპოზიციისთვის – რკინის ქალამნები ჩაიცვით და ფეხით მოიარეთ თქვენი სამშობლო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება უსიამოვნოა – არ ვამართლებ რაც ვნახე, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, როგორი მოსათმენია?