გია ხუხაშვილი: ახლა თავდაცვის დრო აღარ არის. კონტრ-შეტევის დროა ევროპული მომავლის სახელით

“საფრთხე, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს უცხოური დაფინანსებით საქართველოზე გავლენის გაძლიერების, ან თუნდაც რბილი ძალით ოკუპაციისა სავსებით რეალურია. ამ თეზისში არ შეიძლება, არ დაეთანხმო.
უცხოური დაფინანსების “გამჭვირვალეობის” უზრუნველყოფა აუცილებელია. მაგრამ არა იმის, რაც ისედაც საკმარისად გამჭვირვალეა და მეგობრებისგან მოდის, არამედ იმის, რაც სრულიად გაუმჭვირვალედ, ჩემოდნებით, სპეც-სამსახურებიდან და კრიმინალური “ობშჩიაკებიდან” მოედინება. ყიდულობელ ყველას და ყველაფერს. ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებივით მოედნენ ქვეყნის პოლიტიკას, თუ ეკონომიკას.
ამიტომ, რადგან ეს ბინძური ტაქტიკური თამაში წამოიწყო ხელისუფლებამ ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ჩვენ აღარ უნდა დავკმაყოფილდეთ სტატუს-ქვოს შენარჩუნებით და ვაიძულოთ ხელისუფლება კიდევ უფრო მკაცრი კანონი მივიღოთ მიზნობრივად რუსეთთან მიმართებაში.
ახლა თავდაცვის დრო აღარ არის. კონტრ-შეტევის დროა ევროპული მომავლის სახელით,” – წერს სოციალურ ქსელში .

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო