გია ვოლსკი – პოლიტიკურად ძალიან მრავალასპექტიანია ის პერიოდი, როდესაც ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ არცერთ ასპექტში ის არ ემთხვევა არც სალომე ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის და არც მიხეილ სააკაშვილის ხედვებს

პოლიტიკურად ძალიან მრავალასპექტიანია ის პერიოდი, როდესაც ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ არცერთ ასპექტში ის არ ემთხვევა არც ს, როგორც პოლიტიკური ფიგურის და არც ს ხედვებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, 31 მარტს მიხეილ სააკაშვილის პორტრეტით გამოსვლის მცდელობა „ცინიზმით უნდა შეფასდეს“.
„პოლიტიკურად ძალიან მრავალასპექტიანია ის პერიოდი, როდესაც ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ არცერთ ასპექტში ის არ ემთხვევა არც სალომე ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის და არც მიხეილ სააკაშვილის ხედვებს. აბსოლუტურად განსხვავებულია იმ პრინციპებისაგან საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული 31 მარტი, დღევანდელი პოლიტიკურ ლიდერებად წოდებული ადამიანების ხედვებისაგან. აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა მიმართულებით – გინდა საერთაშორისო პოლიტიკური ხედვებით და დამოკიდებულებით. პატრიოტული შინაარსი დაკარგულია ამ პერიპეტიებში, რომლებსაც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრება ჰქვია. რასაკვირველია, აქ ერთი მხრივ, სიღრმისეული ანალიზია გასაკეთებელი და მეორე მხრივ, 31 მარტს სააკაშვილის პორტრეტით გამოსვლის მცდელობა ცინიზმით უნდა შეფასდეს, მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილის, რომელსაც არანაირი მსგავსება არ გააჩნია პატრიოტული, დამოუკიდებელი ქვეყნისათვის მებრძოლი ადამიანის იმიჯთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე მარში გაიმართება. აქცია ლოზუნგით: „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, 21:00 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი.