გია ვოლსკი ოპოზიციაზე – ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს – მანქანა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი

ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს – ძველი მანქანაა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ხალხის დარწმუნებას შეძლებენ იმაში, თითქოს რაღაც ახალი შექმნეს.
„გიგი უგულავას უნდა დავესესხოთ, რომ მანქანა არსებობს, რომელიც გამოსულია მწყობრიდან, სააკაშვილზე თქვა, და ნაგავში უნდა გადავაგდოთ, ჯართში უნდა გადავაგდოთ, პოლიტიკურ სანაგვეზე. ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს. ეს არის რეალობა. ეს ხატოვანი გამოთქმა არ არის მხოლოდ. ძველი მანქანაა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილო. დაძველდა ეს მანქანა, გადასაგდებია. ახლა ჰგონიათ, რომ ახალი ციფრებით ხალხს დაარწმუნებენ, იმაში, რომ რაღაც ახალი იქმნება. „ნაცმოძრაობაა“, იქით ვეღარ წავიდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ – ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

პრემიერი- მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით – რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ასევე ეშინიათ