გია ვოლსკი – ნურმაგომედოვი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია და ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული – ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე არ გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებულობით იმ პირთა შორის, ვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია

ეს სპორტსმენი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია, მას ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული – და არ გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებულობით იმ პირთა შორის, ვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი პრემიერ მინისტრის, თბილისის მერისა და “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ს შვილის UFC-ის მებრძოლთან, დაღესტნელ სპორტსმენ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრას.
ვოლსკის შეფასებით, „თუკი ხაბიბ ნურმაგომედოვი დღეს ს ფედერაციას წარმოადგენს, ეს რაიმე ღირსებას არ აკლებს იმის გამო, რა მიღწევებიც მას სპორტში გააჩნია“.
„ალბათ სპორტული მიღწევებია თემა, რაზეც მათ ისაუბრეს, თუმცა ალბათ ირაკლი ან კახა კალაძე დაადასტურებს, რა თემაზე შეიძლება ელაპარაკათ ადამიანთან, რომელიც ჩემპიონია სპორტში – ბრძოლა წესების გარეშე. დამერწმუნეთ, ამ თემის იქეთ არც იქნებოდა საუბარი.
თუ ფოტოებითა და ვიდეო ჩანაწერებით ვიმსჯელებთ, მისი ურთიერთობების წრე გაცილებით უფრო ფართოა, რაც რაიმე პოლიტიკურ ინსინუაციებს არ ეხება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა დავითულიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე – “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთთან არც “ე.წ.” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ