გია ვოლსკი – ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი და ახალგაზრდა, ვინც ქუჩაში დგას, „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ განხილულია, როგორც საზარბაზნე ხორცი – მსხვერპლის მეშვეობით უნდათ პროცესი განავითარონ, ეს იგივეა, რაც „ორი ტრუპის“ მოთხოვნა

ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი და ნებისმიერი ახალგაზრდა, ვინც ქუჩაში დგას, „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ განხილულია, როგორც საზარბაზნე ხორცი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „მაკკეინის ინსტიტუტმა“ თავის განცხადებაში აღიარა, რომ „სწორედ მსხვერპლის მეშვეობით უნდათ განავითარონ ის პროცესი, რამაც შეიძლება საქართველოში ცეცხლის ალი კიდევ ააგიზგიზოს უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე რამდენიმე დღის განმავლობაში ვიხილეთ“.
„ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ მასწავლებელთა გარკვეული ჯგუფი არსებობს, რომელთა შორის არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ გაერთიანებული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში სისხლისღვრის ორგანიზებას გეგმავენ და რევოლუციური გეგმა მნიშვნელოვანწილად სწორედ ამას გულისხმობდა. ისიც არაერთხელ ვთქვით, რომ მსხვერპლი არის მოთხოვნა, რათა კრიტიკული მდგომარეობა არ შენელდეს, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეიქმნა. რა საკვირველია, ამისთვის მსხვერპლი აუცილებელია, რადგან ზუსტად იმეორებს იმ სცენარს, რაც ში განვითარდა. „მაიდნის“ სახელით არის ეს პროცესი ცნობილი. ასეთი ფორმით ჩამოყალიბებული მოთხოვნა იგივეა, რაც „ორი ტრუპის“ მოთხოვნა. ეს ცნობილი გამონათქვამი ყველამ ვიცით. მოთხოვნაა ადამიანურ მსხვერპლზე. ამას იქამდე ვამბობდით, სანამ „მაკკეინის ინსტიტუტი“ ამ მოთხოვნას გააჟღერებდა უკვე თავის ოფიციალურ განცხადებებში. ბევრჯერ ვთქვით და ეს გარკვეული აღიარებაა იმის, რომ დიახ, სწორედაც მსხვერპლის მეშვეობით უნდათ განავითარონ ის პროცესი, რამაც შეიძლება საქართველოში ცეცხლის ალი კიდევ ააგიზგიზოს უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე რამდენიმე დღის განმავლობაში ვიხილეთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც საქართველოს გადარჩენის არანაირი ინტერესი არ აქვთ ამ რთულ სიტუაციაში, პირიქით, მათთვის მისაღებია საქართველოს შეუქცევადი ნგრევის პროცესი. არავინ დაუშვას, რომ ეს ადამიანები ვინმეს მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი ან ოპოზიციურ ველზე, რომელიმე პოლიტიკური პარტია არსებობს, ვისაც “მაკკეინის ინსტიტუტი” პოზიტიური მხრიდან მხარს დაუჭერს. ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი და ნებისმიერი ახალგაზრდა, ვინც ქუჩაში დგას, „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ განხილულია, როგორც საზარბაზნე ხორცი“, – განაცხადა ვოლსკიმ.