გია ვოლსკი – ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვა – ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო და დავამტკიცეთ, რომ მიუხედავად იმისა, რაც 7 აგვისტოს მოხდა, რუსეთია ინტერვენტი

მოხსენება სქელტანიანია. დეტალებზე კიდევ გვექნება საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულების ჩამონათვალის ძალიან გრძელი სიაა – ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვა და საერთაშორისო დონეზე მიღებულ რეზოლუციას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთ დეტალს დამატებით შესწავლა და სამართლებრივი შეფასებები სჭირდება.
„მოხსენება სქელტანიანია. დეტალებზე კიდევ გვექნება საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულების ჩამონათვალის ძალიან გრძელი სიაა. ზოგს დამატებით შესწავლა და სამართლებრივი შეფასებები სჭირდება. რაც ცნობილია საზოგადოებისთვის ყოველგვარი დამატებითი გამოძიების გარეშე – ერთი ასეთი დანაშაული მაინც რომ მომხდარიყო, მაგალითად, როინ შავაძის ქუჩაში დახვრეტა, ნებისმიერი მთავრობის პასუხისმგებლობა დადგებოდა. 2012 წლამდე ამ დანაშაულების ჩამდენის დიდი რაოდენობა იყო, ბევრმა ორგანიზატორმა პასუხი აგო, დღესაც იხდის სასჯელს, მაგრამ ამ დანაშაულების სისტემურობა სახეზეა. სამწუხაროა, რომ სტრასბურგის სასამართლოც გვეუბნება, რომ საქართველოში არსებობდა ისტორიის გარკვეული მონაკვეთი, როდესაც სადისტური მართვის მექანიზმს სისტემური ხასიათი ჰქონდა.
ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვა და საერთაშორისო დონეზე მიღებულ რეზოლუციას ხელი მოაწერა. ჩვენი მიდგომა სხვანაირია – მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო და დავამტკიცეთ, რომ მიუხედავად იმისა, რაც 7 აგვისტოს მოხდა, ა ინტერვენტი და ის ახდენს დღემდე ოკუპაციას. კიდევ კარგი ჩვენი ხელისუფლება მოვიდა, თორემ ჩვენს სამხედროებსაც ემუქრებოდათ პასუხისმგებლობა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც სააკაშვილმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა. ვინ დაიწყო ომი – საქართველომ თუ რუსეთმა – ამას სააკაშვილმა პასუხი უკვე გასცა და თქვა, რომ სააკაშვილმა კი არა საქართველომ დაიწყო ომიო. ჩვენ საკითხს სხვანაირად ვუდგებით, წლები დაგვჭირდა, რომ ჰააგის სასამართლო მოგვეგო რუსეთთან, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გააკეთა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, უნდა მივიდეს თუ არა ამ საფუძვლით საქმე ს გასამართლებამდე, გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ სააკაშვილმა პასუხი აგოს მათ შორის, ამ დანაშაულზე.
„რეალურია, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილი ამბობდა – რუსეთი არაფერ შუაშიაო. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილმა თქვა – რუსეთის საქართველოს შემოჭრა ჩვენი სამხედროების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განაპირობაო. რეალურია ისიც, რომ წლების განმავლობაში რუსეთის უპირატესობის განმტკიცებას ახდენდნენ სამხრეთ კავკასიაში და არამარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეს სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა იმისთვის სჭირდებოდა, რომ საკუთარი თავი დაეცვა მათი შესაძლო აგრესიისგან”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.