გია ვოლსკი – იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლოა – ამაზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილი ამ კონსულტაციების შედეგები

იმის თქმა, რომ ადგენს სიებს არასწორია, უსამართლოა – ამაზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილი ამ კონსულტაციების შედეგები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სიებთან დაკავშირებით მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ “ამას ინტენსიური ხასიათი უახლოეს პერიოდიდან მოყოლებული ექნება”.
“იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლოა, იმიტომ რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილის მიერ არასდროს, არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რომ არ ჰქონოდეს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები გუნდის წევრებთან. პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ამ საკითხებთან მიმართებაში მე არ მგონია, რომ რაიმე ახალი შემოიტანოს დღევანდელობამ, რომ ერთმა კაცმა თუნდაც, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტოს ვინ იქნება და ვინ არ იქნება სიაში. ამაზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილო ამ კონსულტაციების შედეგები,” – განაცხადა ვოლსკიმ.