– იმედი გვაქვს, რომ -ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „პრანკერებმა“, ანუ ტელეფონზე დამრეკავმა ამრევმა ადამიანებმა, ცნობილმა პირებმა დაურეკეს USAID-ის ყოფილ ხელმძღვანელს და მისგან მიიღეს აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ მილიარდობით თანხა, რაზეც -ის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს, იხარჯებოდა იმისათვის, რათა პროცესები ემართათ და ეს პროცესები იყო პოლიტიკური შინაარსის, კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული და ეს ამოცანა საკმაოდ სერიოზულ შედეგებს ითვალისწინებდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი ათეული მილიონი დაიხარჯა არასამთავრობო სექტორის მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის განსახორციელებლად და იგი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხსაც მიაქცევს ყურადღებას.
„როგორც უკრაინაში ვხედავთ რა ხდება, ასევე მოლდოვაში, ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აქედან არ უნდა გამოვრიცხოთ საქართველოს საკითხიც. რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით ჩვენ, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე არჩევნების შემდეგ, რათა ორგანიზებული ყოფილიყო დესტაბილიზაციის ეს პროცესი, ამ თანხებს იყენებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის იმისათვის, რომ ამუნიცია შეეძინათ დაეხარჯათ თანხები, რათა დესტაბილიზაციის პროცესს ჰქონოდა შეუქცევადი ხასიათი. ამ საკითხს დღეს იძიებს საქართველოს პროკურატურა“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?