გია ვოლსკი – გადახედეთ ოპოზიციის წარსულსა და აწმყოს – არც ერთ ეტაპზე მათ ქვეყნისთვის პოზიტივი არ შეუქმნიათ!

გადახედეთ ოპოზიციის წარსულსა და აწმყოს – არც ერთ ეტაპზე მათ ქვეყნისთვის პოზიტივი არ შეუქმნიათ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ განუცხადა.
ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციიდან ყველა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, თუ ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია დესტაბილიზაციის მოსახდენად. ვოლსკის თქმით, „ასეთ ოპოზიციას არჩევნებში წარმატება ვერ ექნება“.
„ოპოზიციის წარსულსა ან აწმყოს გადახედეთ. მათ არც ერთ ეტაპზე ქვეყნისთვის არანაირი პოზიტივი არ შეუქმნიათ. წარსულში საქართველოს მიწები გასცეს, ოკუპაცია მნიშვნელოვანწილად შეცდომების გამო იყო განპირობებული და შექმნეს სისტემა, რომელიც ადამიანის დაჩაგვრას, მისთვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის წარმართვას ითვალისწინებდა. ყველაფერზე ხელი მოაწერეს და თურმე ეს კარგი ყოფილა.
დღესაც ამბობენ, რომ მართვის ეს სისტემა კარგი იყო და მომავალში დესტაბილიზაციასა და არეულობას აანონსებენ. როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ? ყველა დარაზმული იყო იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო – ეს აერთიანებთ, დანარჩენი ეკლექტიკაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია