გია ვოლსკი – არსებობენ ადამიანები, ვინც პარლამენტის წევრები იქნებიან, პროპორციული სისტემით შემოვლენ და პასუხისმგებელი იქნებიან ყველაფერზე ისევე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ

არსებობენ ადამიანები, ვინც პარლამენტის წევრები იქნებიან, პროპორციული სისტემით შემოვლენ და პასუხისმგებელი იქნებიან ყველაფერზე ისევე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ დელეგატებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები მათ იმ ნიშნით დაასახელეს, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატები ხასიათდებოდნენ.
„როგორ უნდა მოატყუო ამომრჩეველი? ვეუბნებით, რომ პროპორციული არჩევნებია, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. ელექტრონული არჩევნების გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. არ არის პროპორციული არჩევნები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტის შემადგენლობაში არ იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ რეგიონებში იქნებიან აქტიურები უფრო მეტად, ვიდრე სხვანი – რა არის ამაში მოტყუება და გაუგებარი?
არსებობენ ადამიანები, ვინც პარლამენტის წევრები იქნებიან, პროპორციული სისტემით შემოვლენ, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში და პასუხისმგებელი იქნებიან ყველაფერზე ისევე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ.
ეს არ არის ოფიციალურად, კანონით დადგენილი ნორმა, მაგრამ ფაქტია, ადამიანები ჩვენ დავასახელეთ იმ ნიშნით, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატები ხასიათდებოდნენ. კონკრეტული რაიონის მიმართ პასუხისმგებელი დეპუტატები, რაიონების მოსახლეობის ხმა პარლამენტში – მიუხედავად პროპორციული არჩევნებისა ეს სისტემა არ გაუქმდება ჩვენს სინამდვილეში “ქართული ოცნების” მიერ. თუ კი იქნება სხვა მიდგომა ოპოზიციაში, ესეც, რასაკვირველია, თავის შეფასებას დაიმსახურებს, მაგრამ ვინც გაიმარჯვებს იმ კონკრეტულ რეგიონში, ის იქნება ვალდებული ყველას მიმართ, არა მარტო მხარდაჭერების, არამედ ოპოზიციურად გაწყობილი საზოგადოებების მიმართ – ეს არის იდეა ამ გადაწყვეტილებისა და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.
როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ დელეგატებს 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგენს, ხოლო დღეს წარადგენს მხოლოდ 22 დელეგატს, რომლებიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან.

ასევე დაგაინტერესებთ