გია ვოლსკის განცხადებით, სისულელეა, ახალმა პარლამენტმა სხდომა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე არ გამართოს, რადგან „ასეთი დაშვებით პარლამენტი არასდროს უნდა შეიკრიბოს, ვიდრე ხელისუფლებაში აკრობატ ელისაშვილს არ აირჩევენ”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი პრეზიდენტ ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, რომლითაც სახელმწიფოს მეთაური 26 ოქტომბერს ჩატარებული ს არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, ყოვლად უსაფუძვლოა.
მისივე თქმით, სისულელეა დაშვება იმისა, რომ ახალარჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ გამართოს, რადგან „ასეთი დაშვებით პარლამენტი არასდროს უნდა შეიკრიბოს, ვიდრე ხელისუფლებაში აკრობატ ელისაშვილს არ აირჩევენ”.
ვოლსკის მტკიცებით, „კანონში ასეთი ნორმა არ არსებობს”.
„იმდენად თვალსაჩინოა თვალთმაქცობა და თაღლითობა, რომელიც ვითომ და, ხმების ფარულობის დარღვევას უკავშირდება, ვფიქრობ, რომ აქ სხვა გეგმაც არის ჩადებული – ეს არის გეგმა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულონ!
მათ ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის, რომ არსებობს ფენომენალური ნიჭის მქონე ასობით ათასი ადამიანი, ვინ დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან” და შეუძლია, როცა ბიულეტენის უკანა მხრიდან წამიერად წერტილი გამოჩნდება, მიხვდეს, ეს წერტილი რომელი პარტიის გასწვრივ არის დასმული.
ეს წარმოუდგენელი ბრალდებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის იქეთ ვერაფერი მოიპოვეს.
ფაქტია ისიც, რომ გამოუშვეს ქუდები, დროშები და მელნის ლაქები ბრენდად გაიხადეს. ისინი ამ შავი ლაქით შევლენ ისტორიაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი არჩევნების შედეგების გაუქმებაზე.
პრეზიდენტი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას დავობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე