“ირაკლი ღარიბაშვილს ხალხი არ უწამებია. ციხეები არ ამოუვსია, ქართული სული არავისთვის არ ამოუღია, უბრალოდ, კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ეს ყველაფერი. მაგრამ, იმასთან შედარებით, რაც საერთოდ ჩვენ გავიარეთ, იმ ხელისუფლების პირობებში – დაწყებული კეზერაშვილით, უგულავათი, როდესაც თბილისის მერი იყო. მილიონი ვიცით ასეთ ელიტარული კორუფციული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანის შეცდომებით დაიწყო სერიოზული ბრძოლა კორუფციასთან, რომელიც 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ერთს ვიტყვი, რომ წაქცეულ კაცზე წიხლის დაჭერა არავაჟკაცურ საქციელად მიმაჩნია, ყველანი ადამიანები ვართ და ყველანი ვუშვებ თუ შეცდომებს” – ამბობს ოცნების პროპაგანდისტი, გია გაჩეჩილაძე.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ღარიბაშვილს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 24 ოქტომბერს 1 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.




